თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელს მგლები შეესია
თარიღი : 30-05-2016, 12:09 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანს მგლები შეესია.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, მგლების შემოსევის შემდეგ, დაგლეჯილია ათეულობით პირუტყვი.
სოფლის მკვიდრები დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებასა და შესაბამის სამინისტროებს სთხოვენ.
"საშინელ პირობებში ვართ. დღე არ გავა, რომ მეზობელმა არ თქვას მგელი დავინახე ან მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი შემიჭამაო. ვშრომობთ, ვწვალობთ და არ გვინდა, ჩვენი შრომა მგლებს გავატანოთ,"- აცხადებს ადგილობრივი მურად ზაქარიაძე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სოფელ გოდოგანის მოსახლეობის მხრიდან გამგეობაში დახმარების თხოვნით განცხადება არ შესულა.