პროექტ 'ახალი საქართველოს' დასკვნითი ნაწილი ქუთაისში გაიმართა
თარიღი : 29-05-2016, 17:34 | კატეგორია: ახალი ამბები

ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტის "ახალი საქართველოს" დასკვნითი ნაწილი ქუთაისში გაიმართა.
პროექტი "World Cafe"-ის სტილისაა და მასში მონაწილე ადამიანები 5 ძირითადი პრობლემიდან გამოსავლის ძიებისთვის მსჯელობენ. მათ შორის დეოკუპაციაზე, ევროპასთან ინტეგრაციასა და შიდა რაიონში არსებულ პრობლემებზე.
პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს ერთმანეთი და თავიანთი მსჯელობით გადაწყვიტონ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები.
პროექტის ბოლო საფეხურს დოკუმენტის დამზადება წარმოადგენს, რომელშიც გადმოცემული იქნება აღნიშნული პრობლემების გადაჭრის ყველა შესაძლო გზა. დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის, მათ შორის სახელმწიფო პირებისთვისაც, რათა მიიღონ ხალხის მიერ დასახული პრობლემების გადაჭრის გზები და საჭიროების შემთხვევაში მისით იხელმძღვანელონ კიდეც.

"ჩვენ უნდა მივეჩვიოთ სრულიად ახალ უნარჩვევებს. ვიმსჯელოთ, მოვუსმინოთ ერთმანეთს და ერთად საერთო პრობლემების გადაწყვეტის გზები მოვიფიქროთ. ამის შეჯამება ხდება საქართველოს მასშტაბით და ეს დოკუმენტი შემდეგ გადაეცემა ყველა დაინტერესებულ პირს,მათ შორის საჯარო სექტორსაც, ქალაქებს, მუნიციპალიტეტებს, თვიმმართველობებს,"–განაცხადა ინოვაციებისა და განვითარების ფონდის დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ.
პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 10 ღონისძიება ჩატარდა და მასში სულ 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
მარუსა ხურციძე