Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრობლემების ძიება და გადაჭრა ინოვაციურად-ბრეინშტორმინგი ქუთაისში

თარიღი : 29-05-2016, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
29 მაისს, 15:00 საათზე, ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ორგანიზებით, "World Cafe"-ეს ტიპის პროექტი გაიმართება. როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, პროექტის მიზანს საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების ძიება წარმოადგენს.

"დღეს საქართველო საჭიროებს რეფორმებისა და განახლების ახალ ტალღას. წარმატებული ცვლილებებისათვის მნიშვნელოვანია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. ერთად შევეცადოთ ჩვენი საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების გამოვლენა და ერთად აღმოვაჩინოთ მათი გადაჭრის გზები. ჩვენი ამოცანაა ახალი იდეებისა და ახალი ადამიანების გამოვლენა და დაკავშირება, რათა ურთიერთთანამშრომლობით ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ახალი საქართველოს ფორმირებას! ამ მიზნით დაგეგმილია მთელი საქართველოს მასშტაბით საზოგადებრივი დისკუსიები და ბრეინშტორმინგები.

ბრეინშტორმინგისას გამოყენებული იქნება "World Cafe"-ს მეთოდოლოგია. "World Cafe" წარმოადგენს დიდ ჯგუფებში ბრეინშტორმინგის ტექნიკას და ორიენტირებულია გუნდებად დაყოფილ მონაწილეებს შორის კონკრეტული საკითხების გარშემო კონსენსუსის გამომუშავებაზე: სხვადასხვა საკითხების გარშემო დაჯგუფებული 10-20 კაციანი ჯგუფები აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით. 15-20 წუთიანი ინტერვალით მონაწილეები იცვლიან საკითხებს და გადადიან შემდეგ მაგიდასთან. დასასრულს ხდება მოსაზრებების შეჯერება და პრიორიტეტიზაცია.

ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია: ვიპოვოთ მნიშვნელოვანი პრობლემები და გადავჭრათ მარტივად და ინოვაციურად!," - აცხადებენ ინოვაციებისა და განვითარების ფონდში.

ცნობისთვის, აღნიშნული ღონისძიება გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებული "ახალი საქართველო"-ს ფარგლებში იმართება.


ნანახია: 2345-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დისკუსიაში მთელი საქართველოს მასშტაბით 10 00–მდე ადამიანი მონაწილეობდა.
'მომავლის ფონდი' არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქველმოქმედო საქმიანობა. ფონდის მიზნებიდან
პროექტის მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში მისი ჩართვა
როგორც ქალაქის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე ამბობს, მსგავსი შეხვედრები დოკუმენტის დახვეწის საკითხში საზოგადოების
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით 1989 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო სულ 1744 ბოშა.

ამინდი