Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ არ გინდათ, სიმსივნე დაგემართოთ!

თარიღი : 29-05-2016, 11:28 | კატეგორია: სხვადასხვა   
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კოდექსი:

1. არ მოწიოთ, არ მოიხმაროთ არანაირი სახეობის თამბაქოს პროდუქცია.

2. სახლი და თქვენი სამუშაო ადგილი გაათავისუფლეთ ყოველგვარი თამბაქოს გამონაბოლქვისაგან.

3. მიიღეთ ზომები სხეულის ჯანმრთელი მასის შესანარჩუნებლად.

4. იყავით ფიზიკურად აქტიური თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჯდომითი სამუშაო დაიყვანეთ მინიმუმამდე.

5. შეარჩიეთ ჯანმრთელი კვების რაციონი:
- საკვებში გამოიყენეთ დიდი რაოდენობით მარცვლეული, პარკოსნები, ხილი და ბოსტნეული.
- შეზღუდეთ საკვებში მაღალკალორიული პროდუქტები, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმსა და შაქარს.
- მოერიდეთ სასამელებს, რომლებიც შეიცავს დამატკბობლებს.
- არ მოიხმაროთ საკვებში ხორცის პროდუქტი, რომელსაც გავლილი აქვს ტექნოლოგიური დამუშავება. ასევე პროდუქტები, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს.

6. თუ თქვენ მოიხმართ ალკოჰოლს, შეზღუდეთ მისი გამოყენება.

7. მოერიდეთ დიდი ხნით მზის სხივების ზემოქმედებას, განსაკუთრებით ბავშვებთან. გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალებები. ნუ ისარგებლებთ სოლარიუმით.

8. სამუშაო ადგილზე დაიცავით თავი სიმსივნის გამომწვევი ნივთიერებებისგან, შრომისა და ჰიგიენის წესების დაცვის გათვალისწინებით.

9. გაარკვიეთ, ხომ არ არის საშიშროება რადიაციის ზემოქმედებისა საცხოვრებელ ფართში.

10. ქალების საყურადღებოდ! თუ გაქვთ შესაძლებლობა, გამოკვებეთ თქვენი პატარა ძუძუთი. ძუძუთი კვება დედის სიმსივნის განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს. შეზღუდეთ ჰორმონების გამოყენება, რაც საგრძნობლად აამაღლებს სიმსივნის განვითარების რისკს.

11. იზრუნეთ, რომ თქვენმა ბავშვებმა ჩაიტარონ ვაქცინაცია В ჰეპატიტის (ახალშობილების), პაპილომის ვირუსის საწინააღმდეგოდ (გოგონებში).

12. ჩაერთეთ სკრინინგის პროგრამაში: სწორი ნაწლავის სიმსივნე (ქალებსა და მამაკაცებში), მკერდის სიმსივნე (ქალებში), საშვილოსნოს ყელის სიმსივნე (ქალებში).

mshoblebi.ge


ნანახია: 936-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რა უნდა გააკეთოს ქალმა, თუკი მისი ზღვაზე ყოფნა კრიტიკულ პერიოდს დაემთხვა? რამდენად დასაშვებია რუჯის მიღება მენსტურაციის დროს?
რატომ ვითარდება კანის სიმსივნე? რა წესების დაცვაა საჭირო კანის სიმსივნის პრევეცნიისთვის?
უახლოესი 2 წლის განმავლობაში დაგეგმილია მეთოდის კლინიკური კვლევები. კვლევის წარმატების შემთხვევაში ქიმიოთერაპიას ვაქცინაცია
კოფეინი აჩქარებს მეტაბოლიზმს.
ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, შეინარჩუნონ სახლში სიგრილე, თავი აარიდონ სიცხეს, შეინარჩუნონ სხეული გრილად და ტენიანად,
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ და მათი პრობლემით
'ნაციონალური მოძრაობის' მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში ნიკუშა ნარსია მის კონკურენტს 'ქართული ოცნებიდან' ხალხის იძულებით
გახსნის ცერემონიალზე ახალგაზრდებს გიორგი ჭიღვარიამ და ირაკლი შენგელიამ სიტყვით მიმართეს.

ამინდი