აფხაზი და სამაჩაბლოელი მწერლები ხარაგაულში, 'გალაკტიონის ცაცხვის' ძირში
თარიღი : 28-05-2016, 17:19 | კატეგორია: ახალი ამბები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2016" და სამხატვრო პლენერი „გამა"დაიწყო.
პროექტის ორგანიზატორმა იზა ვეფხვაძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ლიტერატურული კონკურსისა და სამხატვრო პლენერის მონაწილეებს სოფელ ფარცხნალში, გალაკტიონის ცაცხვის ძირში, საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს.
„ოდეონისა“ და სამხატვრო პლენერ ,,გამას“ გახსნას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე და ისრაელის დელეგაცია დაესწრო.
„ოდეონისა“ და სამხატვრო პლენერ „გამას“ დროშები „ოდეონის“ ჰიმნის ფონზე აღიმართა. ლიტერატურული კონურსის თემად კი „სოფელი“ დასახელდა.

კონკურსში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მონაწილეობას 27 მწერალი ღებულობდა, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წარმომადგენლები. სამხატვრო პლენერში კი 28 ცნობილი მხატვარია ჩართული.
ღონისძიებაში საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოების ავტორები გამოვლინდება და შედეგები ივნისის შუა რიცხვებში გამოცხადდება. გამარჯვებულებს კი 400-400 ლარი გადაეცემათ.

პლენერის მონაწილე მხატვრები ნამუშევრებს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრს გადასცემენ, თუმცა 28-29 მაისს ფარცხნალში შექმნილი ლიტერატურული ნამუშევრები და მხატვრული ტილოები წიგნადაც გამოიცემა.
პროექტების ორგანიზატორი რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრია.