'ტყიბულის სპორტის სასახლე ოლიმპიური სტანდარტების შესაბამის სპორტულ ნაგებობად გადაიქცევა'
თარიღი : 28-05-2016, 16:48 | კატეგორია: ახალი ამბები

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სპორტის სასახლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
შენობაში უკვე კეთილმოეწყო კედლები, ჭერი, გაკეთდა განათება და დასრულდა ვიტრაჟების მოწყობა.

ამ ეტაპზე შიდა ინტერიერისა და სველი წერტილების მოწესრიგება მიმდინარეობს, ბოლო ეტაპი კი იატაკის პარკეტით მოპირკეთებას ითვალისწინებს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით სპორტის სასახლის ეზოს კეთილმოწყობაცაა დაგეგმილი.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების თქმით, პროექტი გარდამავლი ხასიათისაა. სამუშაოების გარკვეული ნაწილი წინა წლებში იქნა შესრულებული, მიმდინარე წელს კი 1 350 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს "სამშენებლო საწარმოო გაერთიანება იმერეთი" ხელშეკრულებით დადგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ახორციელდებს. მათივე განცხადებით, ტყიბულის სპორტის სასახლე ოლიმპიური სტანდარტების შესაბამის სპორტულ ნაგებობად გადაიქცევა და აგვისტოს ბოლოს გაიხსნება.