Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ნაქალაქარის რეაბილიტაციის 15,4 მილიონიანი პროექტი დაიწყო

თარიღი : 28-05-2016, 16:21 | კატეგორია: ახალი ამბები   
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითრების ფონდმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ნაქალაქარის ტერიტორიის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის, მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და თავად მუზეუმის სპეცალური ინვენტარით აღჭურვა.

მიმდინარე სამუშოები ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, კულრტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე, ვანის მუზეუმის ნაკრძალის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ფრაგმენტების: კარიბჭის, მოზაიკური ტაძრის, მრგვალი ტაძრის სამლოცველოს ზედა ტერასის, ბავშვის სამარხის ზედა ტერასის გადახურვა.

ასევე, ფეხით მოსიარულეთა ხიდი შეკეთდება, რომელიც მუზეუმს არქეოლოგიურ ზონასთან აკავშირებს. გათხრების ზონაში კი საინფორმაციო სტენდები მოეწყობა, დამონტაჟდება სანაგვე ურნები და მოსასვენებელი სკამები.

http://www.picz.ge/img/s1/1605/28/a/a761a32918ee.jpg


საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კი მიმდინარე წლის ზაფხულში იწყებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქციას.

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლების თქმით, ძველი შენობის ადგილზე აშენდება ახალი შენობა, მოეწყობა ავტოპარკი და ორი სადგომი შშმ პირთათვის. ასევე, საგანმანათლებლო სივრცე და მცირე ბიბლიოთეკა, განთავსდება ლაბორატორია, კაფეტერია და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლისა და კანალიზაციის ქსელსაც.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაზე ტენდერი გამოცხადებულია და ის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე დაიწყება.


ნანახია: 831-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის
პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის
მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურაც.
კომპოზიციის ნაწილის გაუჩინარებას მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ძეგლი მოიპარეს.
სამუშაოებს 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.
ამ დროისათვის სამუშაოების ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მიმდინარეობს.

ამინდი