Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავიბადე და მქვია ქართველი ებრაელი"

თარიღი : 28-05-2016, 15:49 | კატეგორია: ახალი ამბები   
ებრაელთა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალში-სპორტის მუზეუმში.

„საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი",- ამ სახელწოდებით გამართულ გამოფენაზე ქუთაისელი და ებრაელი სპორტსმენების მიღწევებზე ისაუბრეს. გაიხსენეს ებრაელ-ქუთაისელთა თანაცხოვრების მოგონებები და წაიკითხეს ლექსები.

გამოფენაზე, რომელზეც წარმოდგენილი იყო 70-მდე სპორტსმენის 60-მდე სურათი, მიწვეულნი იყვნენ ვეტერანი ქუთაისელი და ქუთაისელ-ებრაელი სპორტსმენები. გამოფენა ებრაელთა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას მიეძღვნა, ხოლო მის მიზანს თანამედროვე ახალგაზრდებისთვის იმ ადამიანების გაცნობა წარმოადგენდა, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს კულტურული და მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში.
http://www.picz.ge/img/s1/1605/28/0/0e06e41a30e6.jpg

„ჩვენ, სპორტის მუზეუმმა ამ თარიღს მივუძღვენით ეს გამოფენა. დღეს ამ სპორტსმენებიდან ბევრი ისრაელშია წასული და იქ მოღვაწეობს,ზოგიც ცოცხალი აღარ არის. მათთან ძალიან ტკბილი მოგონებები-ბევრი იუმორი, ბევრი სასიამოვნო ამბავი მაკავშირებს. ყოველთვის ხელიხელჩაკიდებული ვცხოვრობდით. ჩვენს შორის განსხვავება არაფერი იყო, ერთი სული და ერთი გული გვქონდა ყველას და ვცხოვრობდით ერთად,"-განაცხადა სპორტის მუზეუმის დამაარსებელმა ზურაბ ჯავახაძემ.

„მე აქ ვარ დაბადებული და გაზრდილი. ყველაფერი კეთდებოდა ქართველებსა და ებრაელებს შორის სიყვარულით და მეგობრობით. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავიბადე და მქვია ქართველი ებრაელი. მე არ ვაპირებ არსად წასვლას, აქ არის ჩვენი სალოცავი, ჩვენს წინაპართა საფლავები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა საუკუნეები კიდევ გაგრძელდეს. ბავშვობიდან უფრო მეტი მეგობარი მყავდა ქართველი, ვიდრე ებრაელი. ურთიერთობაში არ ყოფილა რაიმე ცუდი, ყოველთვის იყო ერთმანეთის დახმარება და გვერდით დგომა. აქ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მე თავი არ ვიგრძნო დაჩაგრულად. სიყვარული და ურთიერთდგომა გადაარჩენს ჩვენ ქვეყანას და მსოფლიოს,"-განაცხადა ქართველ-ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარემ მოსე ბალუაშვილმა.


ნანახია: 631-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენა დამთვალიერებლებს ერთი თვის მანძილზე უმასპინძლებს.
ებრაელთა დღესასწაულთან-ხანუქასთან დაკავშირებით სინაგოგაში დღეს სანთლების ანთების ცერემონია გაიმართა
დაახლოებით 20 000-მდე ებრაელიდან ამ დროისათვის ქალაქში 230-მდე ებრაელია შემორჩენილი. მათ შორის უმრავლესობას მოხუცები
ა(ა)იპ 'ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება' 1-ელ ოქტომბერს 12:00 საათიდან 20:00
გამოფენაზე იმერეთში მოღვაწე ყველა თაობის 42 მხატვრის 100-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
ისტორიის ამსახველი ფოტო-გამოფენა სპორტის მუზეუმში.
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
მგზავრთა უფასოდ გადაადგილება მაჟორიტარმა-დეპუტატმა მერაბ კვიცარიძემ დააფინანსა.
მრავალსართუალინ კორპუსების სარდაფებში წლებია წყალი დგას, რაც საძირკველს აზიანებს და შენობის მდგრადობას საფრთხეს უქმნის. ადგილობრივები ხელისუფლებას
გამოშვებული პროდუქცია 100 პროცენტით საექსპორტო იქნება.

ამინდი