ჭიათურაში, გზაზე დაგორებულმა სატვირთომ ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა
თარიღი : 28-05-2016, 15:03 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

უბედური შემთხვევა მოხდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა გზაზე დაგორდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში თბილისში, იაშვილის სახელობის საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.