Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, სამტრედიასა და ხონში შუქის მიწოდებაზე შეზღუდვა იქნება

თარიღი : 28-05-2016, 14:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
"ენერგო პრო ჯორჯია" ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, "მიმდინარე წლის 29 მაისს, კვირას, მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი 2" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქ. ქუთაისის ცენტრს და მიმდებარე უბნებს. კერძოდ შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, თამარ მეფის, თბილისის, კოსტავას, გელათის, ფალიაშვილის, გ. ტაბიძის, ლერმონტოვის, გოგებაშვილის, პუშკინის, გრიშაშვილის, დუმბაძის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონეტებს და აქ არსებულ დაწესებულებებს, მათ შორის სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 8400 აბონენტს.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით მსგავს ღონისძიებებს ენერგოკომპანია პერიოდულად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. დაგეგმილი სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.


სამტრედია/ხონი. ჩქაროსნული ავტობანის სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობისას უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, მშენებელი ორგანიზაციის მოთხოვნით, 30 მაისს (გამთენიისას) 02:00-დან 06:00 საათამდე გამოირთვება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები „სანავარდო-1“ და „სანავარდო-2“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება მითითებულ დროებში შეეზღუდება აბონენტებს სამტრედიისა და ხონის რაიონების ტერიტორიაზე," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 645-ჯერ

მსგავსი სიახლეები
11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქუთაისის ცენტრს და მიმდებარე უბნებს.
ქუთაისის ცენტრალურ ნაწიში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 6700 აბონენტს
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 950 აბონენტს შეუწყდება.
მიზეზად პროფილაქტიკური სამუშაოები სახელდება.
ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციაზე გაზის ტარიფის გაძვირება გააპროტესტეს.
ვანის გამგებელი სამწლიან საქმიანობას აჯამებს.

ამინდი