ვინ არის იმერეთის პოლიციის ახალი ხელმძღვანელი და რას ედავებოდა მას ომბუდსმენი?
თარიღი : 28-05-2016, 13:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის სამხარეო სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. როგორც Topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნული თანამდებობა ნუგზარ ქუთათელაძემ დაიკავა. აღნიშნულ პოზიციაზე ქუთათელაძემ მერაბ ჩიხლაძე შეცვალა.
ნუგზარ ქუთათელაძე მოხსენიებულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში. კერძოდ, ომბუდსმენის ვებ-გვერდზე 2006 წლის 21 აპრილით დათარიღებულ ამბავში ნათქვამია, რომ ქუთათელაძემ წყალტუბოს სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და სამუშაო კაბინეტში პიროვნება სცემა. გთავაზობთ მასალას:
"სახალხო დამცველის წარმომადგენლები ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორის მონიტორინგის დროს შეხვდნენ დაკავებულ თემურ ტყაბლაძეს, რომელმაც მონიტორინგის ჯგუფის წევრებს განუცხადა, რომ 2006 წლის 6 მარტს მივიდა წყალტუბოს შინაგან საქმეთა სამმართველოში, სადაც ამავე სამმართველოს უფროსმა ნუგზარ ქუთათელაძემ თავის სამუშაო კაბინეტში გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და თემურ და ლევან სულაბერიძეების განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირების დასახელების მოთხოვნისას მასზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელა, კერძოდ სამჯერ ჩაარტყა მუშტი თავში. იმავე დღეს თ.ტყაბლაზე ჩავიდა ქუთაისში და პროკურატურაში შეიტანა განცხადება, ნ.ქუთათელაძის მხრიდან ფიზიკური ზეწოლის ფაქტის თაობაზე. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, 2006 წლის 8 მარტს ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება. თ.ტყაბლაძე დაკითხეს დაზარალებულის სახით და ჩაუტარეს ექსპერტიზა. 2006 წლის 19 აპრილს თ.ტყაბლაძეს სახლში მიაკითხეს წყალტუბოს პოლიციისა და შს იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა და დაკითხვის მიზნით ჯერ წყალტუბოს პოლიციაში, შემდეგ კი იმერეთის სამხარეო სამმართველოში მიიყვანეს და დააკავეს. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ თეიმურაზ ტყაბლაძემ განიზრახა მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუდ დაესმინა წყალტუბოს პოლიციის შს სამმართველოს უფროსი ნუგზარ ქუთათელაძე, რათა ეს უკანანასკნელი მიცემულიყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში. დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ წინასწარი გამოძიების პროცესში უტყუარად დადგინდა, რომ ნუგზარ ქუთათელაძეს თემურ ტყაბლაძის მიმართ დანაშაული არ ჩაუდენია და ამ უკანასკნელმა იგი ცრუდ დაასმინა. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, ეს ფაქტი სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა, რადგან ჩნდება ისეთი მანკიერი და საშიში პრაქტიკის დანერგვის საფრთხე, რაც, პრაქტიკულად აზრს უკარგავს მონიტორინგის პროცესს და ის პირები, რომელთა მიმართ პოლიციელებმა წამება და არაადამიანური მოპყრობა განახორცილეს, ვეღარ გაბედავენ ჩივილს, რადგან მათზე განხორცილებული ზეწოლა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ძნელი დასამტიკიცებელია და მათ მიერ მიცემულმა ჩვენებამ შესაძლოა მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს".