გია თევდორაძის მადლობა და კრიტიკა ქუთაისელებს
თარიღი : 28-10-2013, 12:23 | კატეგორია: ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობის წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ქუთაისში გია თევდორაძე ქუთაისელების იმ ნაწილს, ვინც ხმა დავით ბაქრაძეს ხმა მისცა, მადლობას უხდის.
"ჩემო ქუთაისო, მიუხედავად იმისა, რომ, ძალიან მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ შედეგს, რომელიც დავით ბაქრაძემ მიიღო ქუთაისში (26,5%), ჩემი გუნდისთვის ცუდ შედეგად ნამდვილად ვერ ჩავთვლი, დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ერთი, ჩემთვის გულდასაწყვეტი დასკვნა მაინც გავაკეთე, როგორც ქუთაისელმა; აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 26,5%-ს აქვს წარმოდგენა, თუ რა საჭიროებები დგას დღეს ჩვენი ქალაქის წინაშე, მხოლოდ 26,5%-ს აქვს გათავისებული რა მნიშვნელობა აქვს ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსს და რა შეიძლება, მოჰყვეს პარლამენტის უკან, ისევ თბილისში გადატანას, რასაც ბევრს ნამდვილად ვერ დავარქმევ. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოტივაცია აქვს დანარჩენ ნაწილს ჩვენი თანაქალაქელების და რას ფიქრობენ საკუთარი ქალაქის ხვალინდელი დღის შესახებ. ამიტომ, ჩემდა სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გონიერ ქალაქს ნამდვილად ვერ დაგარქმევ, მაგრამ გჯეროდეს, ჩემ თანამოაზრეებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს შანსი სიცოცხლისუნარიანობის, განვითარების, პერსპექტივის, გადარჩენის და არა მოკვდინების, არ დაგეკარგოს. ჩვენი არსებობა, ხომ შენ მაჯისცემასთანაა გადახლართული", - აცხადებს თევდორაძე.