Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გარდაცვალების ფასი და მარადიული კომფორტის ღირებულება ქუთაისში

თარიღი : 28-05-2016, 11:56 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
ხშირად ამბობენ: „ეს ისეთი ბიზნესია, ყველგან და ყოველთვის საჭირო რომ არისო". მის საჭიროებასა თუ არა გარდაუვალობაში ეჭვი არავის ეპარება, ჰოდა ასე გახდა კაცობრიობის „ფინიში“ ინდივიდებისთვის ფულის წარმოების წყარო. უბრალო ხე, მბზინავი კაკალი ან ძვირადღირებული წაბლი- ეს იმ "სასახლეების" დასამზადებლად საჭირო მასალის მინიმალური ჩამონათვალია, რასაც ადამიანი მარადიულ საცხოვრებლად ირჩევს. როგორია გარდაცვალების ფასი ქუთაისში და რა სერვისს გვთავაზობენ სარიტუალო მომსახურეობის ბიუროები, ამის გარკვევას Topnews.com.ge შეეცადა.

ჩვენს მიერ გამოკითხულ სარიტუალო მომსახურეობის ობიექტებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, თუმცა კლიენტზე მორგებული სერვისი აქვთ. როგორც აღმოჩნდა, ფასი გემოვნების და შესაძლებლობის მიხედვით ირჩევა. ყველაფერი ე.წ. "სასახლიდან" (კუბოდან) იწყება. მისი მინიმალური ფასი 140 ლარია და აღნიშნული თანხა მასალის სიძვირის პარალელურად იზრდება. მაგალითად, შ.პ.ს „ჰადესის“ მინიმალური პაკეტის ღირებულება 300 ლარიდან იწყება. როგორც თავად აღნიშნავენ, ქუთაისში მომხმარებელს ყველაზე დაბალ ფასად ისინი ემსახურებიან.
მომსახურებაში შედის:

1)მაცივარი;
2)მიცვალებულის ერთჯერადი ჩასვენება;
3)სასახლის დამზადება;
4)კვირის მანძილზე გარდაცვლილის მოვლა;
5)"გაპატიოსნება";
6)სასაფლაომდე გადაყვანა;
7) მგალობლები.

არსებობენ სარიტუალო მომსახურების ბიუროები, სადაც მომსხურების ღირებულების მინიმუმი 450 ლარია. აღნიშნული ბიუროები რიგით სარიტუალო მომსახურებაში ამ მინიმუმში შემდეგ მომხმარებელს შემდეგ სერვისს სთავაზობენ:
1)მაცივარი;
2)სასახლე;
3)"გაპატიოსნება";
4)ექიმის მომსახუროება (იმ შემთხვევაში თუ გარდაცვლილს ორგანიზმში რაიმე პრობლემა აქვს);
5) სასაფლაომდე გადაყვანა.
აღნიშნულ ფასებში არ შედის სასულიერო პირის მომსახურება და სპეციალური გადასაფარებლის შეძენა.

სარიტუალო მომსახურეობის შემდეგ დაკრძალვის ეტაპია. როგორც გაირკვა, ქუთაისსა და მის არეალში სასაფლაოები 3 კატეგორიად იყოფა:
1) პირველი კატეგორიის სასაფლაოებია „მწვანეყვავილის“, „საფიჩხიის“, „ოღასკურის“, და „ძელქვიანის“ სასაფლაოები.
2) მეორე კატეგორიაში "ავტოქარხნის“ და „ ავანგარდის“ ახალი და ძველი სასაფლაოები და „ქვიტირის“ სასაფლაო შედის.
3) მესამე კატეგორიაში კი „ჭომის“ და „რუას“ სასაფლაოები არიან.
თუმცა ჩამოთვლილ კატეგორიებს კიდევ ემატება ქვეკატეგორიები, რომლის მიხედვითაც მიწის ფასი სასაფლაოს შიგა გზებიდან დაცილების მიხედვით განისაზღვრება.
პირველ კატეგორიაში კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენა 50 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს; მეორეში- 30 ლარიდან 80 ლარამდე; მესამეში კი მიწის ფასი 10 ლარიდან იწყება.

თუმცა ფასები ასეთი მარტივი არ არის მაშინ, როდესაც ადამიანს ჯერ კიდევ სიცოცხლეში სურს გარდაცვალების შემდეგ სამუდამო განსასვენებელზე ზრუნვა. როგორც ირკვევა, გარდაცვალებამდე, სასურველ სასაფლაოზე სასურველი ადგილის წინასწარ "დაჯავშნის" შემთხვევაში მიწის ფასი ორმაგდება.

„თუ ადამიანს უნდა რაიმე კომფორტი წინასწარ შეიქმნას, მიწის ფასი ორმაგდება. როცა მიცვალებულია, მაშინ ჩვეულებრივი ფასი მოქმედებს, მაგრამ როცა მიცვალებული არ ყავს და წინასწარ უნდა ფართის აღება, მისი ფასი ნებისმიერ სასაფლაოზე მრავლდება ორზე,"-განაცხადა სასაფლაოების გაერთიანების- შ.პ.ს „ქართული ტრადიციების“ დირექტორმა გოჩა მარგველაშვილმა.

დღესდღეობით ქუთაისში ათობით დამკრძალავი ბიუროა სხვადასხვა შემოთავაზებითა და განსხვავებული ფასებით. ზოგი მათგანი თანამედროვეობას არ ჩამორჩება და ონლაინ მომსახურებასაც გვთავაზობს თან დართული ფოტოებითა და სერვისის მთელი ნუსხით. ინფორმაცია მეტად საჭიროა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი დღევანდელი რესპონდენტების სურვილია-"ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ ჩვენი თავი".

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2282-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღდგომის დღესასწაულს მოსახლეობა ტრადიციული სუფრით ხვდება.
ქუთაისში მდებარე მწვანეყვავილას პანთეონი 1956 წელს დაარსდა. ადგილი, სადაც საზოგადო მოღვაწეების გარდა, რიგითი მოქალაქეებიც არიან
არასამათავრობო ორგანიზაცია 'ჯანდაცვის პლატფორმა' ბავშვის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასის შესწავლის შემდეგ
ოჯახის აფთიაქის შევსება მაისში 106 ლარად იყო შესაძლებელი.
დაინტერსებულ მკითხველს გაწვდით სიას, თუ რომელი ავიაკომპანია რა ფასად ახორციელებს პირდაპირ ფრენებს ქუთაისიდან, სხვადასხვა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ და მათი პრობლემით
'ნაციონალური მოძრაობის' მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში ნიკუშა ნარსია მის კონკურენტს 'ქართული ოცნებიდან' ხალხის იძულებით
გახსნის ცერემონიალზე ახალგაზრდებს გიორგი ჭიღვარიამ და ირაკლი შენგელიამ სიტყვით მიმართეს.

ამინდი