Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ექიმების მიერ გადარჩენილი აფხაზის სიცოცხლე

თარიღი : 27-05-2016, 22:23 | კატეგორია: ახალი ამბები   
ქუთაისის რეფერალურ კლინიკურ საავადმყოფოში 27 დღის განმავლობაში 34 წლის აფხაზ მამაკაცს მკურნალობდნენ.

მამაკაცი 1-ელ მაისს ენგურის ხიდის გავლით სოხუმიდან ქუთაისში უმძიმესი მდგომარეობით ჩამოიყვანეს. მედიკოსების თქმით, 12 დღის განმავლობაში ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

მამაკაცის თქმით, მას სოხუმში 2 ოპერაცია ჩაუტარდა და ორივე წარუმატებელი, რის შემდეგადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა.

"18 აპრილს სოხუმის საავადმყოფოში მოვხვდი მუცლის მწვავე ტკივილით და სისხლდენით, საავდმყოფოში რიგები იყო და 2 დღის შემდეგ ოპერაცია გამიკეთეს, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. შემდეგ მეორე ოპერაცია გამიკეთეს და უფრო ცუდად გავხდი, ამის შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვსულიყავით. 1-ელ მაისს ქუთაისის საავადმყოფოში მომათავსეს, გადავრჩებოდი თუ არა არავინ იცოდა. 12 დღე სიცოცხლეს ვებრძოდი. შემდეგ კი რეანიმაციიდან პალატაში გადამიყვანეს. აქ კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები არიან. ყველას მადლობას ვუხდი,"- აცხადებს 34 წლის აფხაზი.

ქართველი მედიკოსების თქმით, მამაკაცის მდგომარეობა საავადმყოფოში მიღებისას უმძიმესი იყო, თუმცა მედიკოსებმა თანმიმდევრული მკურნალობით, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს.

"მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობდა მძიმედ, თუმცა მიხარია, რომ აფხაზი ახალგაზრდის სიცოცხლე გადავარჩინეთ"- აცხადებს ექიმი მერაბ კვირიკეიშვილი.

"ფაქტიურად მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუსაბამო იყო, რაც განპირობებული იყო შოკური მდგომარეობით. მე მიხარია, რომ ჩვენი თანამოძმე აფხაზი მეგობარი დღეს საკუთარი ფეხით წავა სახლში",-ამბობს ექიმი ზვიად ბახტაძე.

34 წლის აფხაზმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია დღეს დატოვა.


ნანახია: 1888-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოზარდი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მედიკოსების რეკომენდაციით ის თბილისში გადაიყვანეს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა
როგორც სერგეენკო აცხადებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟში მსხდომების დაზიანებები მსუბუქია, სამართალდამცველების კი, _
როგორც topnews.com.ge-ს ექიმმა, შოთა მარუაშვილმა განუცხადა, მამაკაცი დაჭრილ მდგომარეობაში საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს.
გარდაცვლილის ბებიის ქეთო კიკნაველიძის თქმით, მსგავსი ვირუსით ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ათეულობით პაციენტია მოთავსებული და
ბინაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ბაბუა და შვილიშვილი იმყოფებოდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა,
კოტე აბაშიძემ დასს საკუთარი პროგრამა გააცნო.
კარსტული მღვიმეები უნდა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ამინდი