Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მკურნალი სოფელი იმერეთში რუბრიკაში 'ჩემი სოფელი'

თარიღი : 27-05-2016, 16:34 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"მოგესალმებით! მინდა გაგაცნოთ იმერეთის მხარის ერთ-ერთი ულამაზესი, ჩემი სოფელი-,,კისორეთი",- ასე იწყებს თავის წერილს ნატა ერაძე, რომელიც იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტოს Topnews.com.ge-ს იმ წამოწყებას უერთდება, რომელიც რეგიონის სოფლების პოპულარიზაციას და მკითხველისათვის მათ ახლოს გაცნობას ემსახურება.

"სოფელი კისორეთი მდებარეობს ტყიბულის რაიონში, ტყიბულიდან 22 კილომეტრის დაშორებით. მას ესაზღვრება სოფლები: გურნა, ძმუისი, წყნორი და სოჩხეთი.
სოფელი გამორჩეული არის კულტურული ღირსშესანიშნაობებით, ბუნებრივი პირობებით, ეკონომიკური და ტურისტული განვითარების პოტენციალით.
სოფელი კისორეთი შედგება 60 კომლისაგან. ზამთარში სოფელი ხალხისგან იცლება და ადგილზე ძირითადად მოხუცები რჩებიან, მაგრამ ზაფხულობით მათი უმრავლესობა ისევ უკან ბრუნდება. ზოგიერთები სტუმრობენ კიდევაც თავიანთი წინაპრების სახლებს და არდადეგებს ამ ულამაზეს სოფელში, შესანიშნავი ბუნებისა და ხედების წიაღში ატარებენ. სოფელი ხალხის განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა ,,ილიაობის’’ დღესასწაულზე, რომელიც აღინიშნება 2 აგვისტოს. "ილიაობას" სოფლის მკვიდრები "კისორეთის" დღესასწაულს უწოდებენ. ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს აქ მაცხოვრებელი ადამიანებისათვის. ამ დღეს ტრადიციულად მთელი სოფლის მოსახლეობა ერთად იკრიბება, სუფრას შლიან და ერთმანეთს დღესასწაულს ულოცავენ. სუფრაზე ,,საფირმო" რა თქმა უნდა, კისორეთის სადღეგრძელო არის.
http://www.picz.ge/img/s3/1605/27/0/006a4a72c6bb.jpg


კულტურულ და ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს კისორეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის, მეათე-მეთერთმეტე საუკუნეში აგებული ეკლესია, რომელშიც სიძველის მიუხედავად, შემორჩენილი არის კედლებზე მოხატული ძველი და უნიკალური ფრესკები. ეკლესიის ეზოში არის ასევე სამრეკლო ზარი, რომელიც იშვიათობას წარმოადგენს როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც მისი ზომით, წონით, მეტალის შემცველობით, სიძველით და მასზე ამოტიფრული წარწერის უნიკალურობით. წინაპრების გადმოცემით, ძველად ამ ზარს გარკვეული დროის განმავლობაში სოფლის მოსახლეობა წყაროში მალავდა. ჩემი ვარაუდით, დამალვის აუცილებლობა მისი სოფლიდან წაღების მცდელობას უნდა გამოეწვია. ვინც ამ ეკლესიაში და ზართან მივა, სიმბოლურად 3-ჯერ რეკავენ ხოლმე.
http://www.picz.ge/img/s3/1605/27/8/84a0c6fc957c.jpg

http://www.picz.ge/img/s4/1605/27/a/a7f260a69970.jpg


სოფელში ასევე არის მთვარანგელოზის სახელობის სალოცავი, რომლის მხოლოდ ნანგრევებიღა არის შემორჩენილი. მას "ლომთაძეების საგვარეულო სალოცავს" უწოდებენ. ვინც ამ სალოცავს ჯანმრთელობას შესთხოვს, თავიანთი სიგრძის სანთელს ამზადებენ, ანთებენ და დარჩენილ ნაწილს სალოცავზე ტოვებენ. მას სასწაულმოქმედი ძალა და მადლი აქვს სნეულების განკურნებაში. ასევე არის "თვალისჯვარი", რომელ ადგილზეც გამუდმებით ხარობს მუხის ხე. აქაც სანთელს ანთებენ და ამ სალოცავს მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანები თვალის სიჯანმრთელეს სთხოვენ.

ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, სოფელს ახასიათებს მთიანი რაიონისთვის დამახასიათებელი ზომიერად მშრალი კლიმატი. აქ ჩამოედინება მდინარე "ლეხიდარი". სოფელ კისორეთში ასევე არის წყარო, რომელსაც აქვს სამკურნალო თვისებები. მის წყალს კუჭ-ნაწლავის დაავადების მქონე ადამიანები სამკურნალოდ მოიხმარენ. კისორეთში ოჯახში დამზადებული ღვინოც დიდი მოწონებით სარგებლობს. აქ ძირითადად გაშენებული აქვთ შავი ადესა, ჯვარისულა, ციცქა და ცოლიკაურის ჯიშის ვენახი. ღვინის მოწონება და ყურძენზე მაღალი მოთხოვნა იმისთ არის განპირობებული, რომ კისორეთი ნოყიერი ნიადაგით გამოირჩევა. აქ ნიადაგს ისეთი თვისებები აქვს, რომელიც ყურძენს მეტ მჟავიანობას სძენს. ამ პროცესს კლიმატური პირობებიც ემატება და ეს ელემენტები მნიშვნელოვანი არის კარგი ღვინის დამზადებისთვის.

სოფელში განვითარებული არის მეფუტკრეობა. თაფლის და ფუტკრის ნაწარმის მაღალ ხარისხს განსაზღვრავს გლეხების, როგორც ,,მეფუტკრეების"დიდი გამოცდილება, ასევე, სოფლის მიდამოებში წაბლის, ცაცხვის, აკაციის(ყვავილოვანი ხე-მცენარეეების) სიჭარბე. ადგილობრივები ასევე ანვითარებენ მესაქონლეობას და ფერმერულ მეურნეობას.

ვფიქრობ სოფლის ხელშეწყობითა და სოფელ კისორეთთან მარტივად მისადგომობით, ამ პოტენციალის ბევრად განვითარება და სოფელში დარჩენილი მოსახლეობის სტიმულირება სავსებით შესაძლებელია".

ცნობისთვის, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გთავაზობთ ახალ რუბრიკას, სახელწოდებით "ჩემი სოფელი".

რუბრიკაში ჩართვის შესაძლებლობა იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მკვიდრს ეძლევა.

ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის შესახებ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 598 38 27 60 ან მოგვწერონ ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.


ნანახია: 12775-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუბრიკაში ჩართვის შესაძლებლობა იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მკვიდრს ეძლევა.
ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის
ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის
სოფელი ზოდი ზემო იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, იგი მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გთავაზობთ ახალ რუბრიკას, სახელწოდებით 'ჩემი
სოფლის ტერიტორიაზე არის XIX საუკუნეში რესტავრირებული წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძარი, ტაძარს აქვს გალავანი

ამინდი