საოკუპაციო ზოლთან ხარაგაულის თეატრი სპექტაკლს გამართავს
თარიღი : 27-05-2016, 15:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

29 მაისს, ხარაგაულის სახალხო თეატრი(რეჟისორი ირინე ჩხეიძე), საქართველოს საოკუპაციო ზოლთან სპექტაკლს გამართავს.
ოკუპირებულ ზოლთან მდებარე სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში, რუსული ბლოკ-პოსტიდან ერთ კილომეტრში, ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ სპექტაკლს „თანამდევი სული“ ითამაშებს.
სპექტაკლი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართება და მას რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დაესწრება.
სოფელი მერეთი გორიდან ჩრდილოეთით, 30 კილომეტრში მდებარეობს. იგი ქართველი საზოგადო მოღვაწის, წმინდანის დიმიტრი ყიფიანის და მწერალ ანტონ ფურცელაძის მშობლიური მხარეა.