'ქართველ მომხმარებელში ადგილობრივი პროდუქციისადმი პატივისცემის განცდა ნაკლებადაა'

ქართულმა წარმოებამ ადგილობრივი ბაზრის არაერთ სეგმენტში წამყვანი პოზიციების დაკავება და მომხმარებლის ნდობის მოპოვება დღემდე ვერ შეძლო.
როგორც მწარმოებლების ნაწილი ამბობს, ქართველი მომხმარებელი ადგილობრივი პროდუქციის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.
ამის მაგალითია კომპანია „იბერია 2005,“ რომელიც უკვე 11 წელია რვეულების წარმოებაშია ჩართული.
„იბერია 2005“-ის ხელმძღვანელი ლევან ჯიქია „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ თურქულის ჩანაცვლება შედარებით დაბალი ფასებითა და მსგავსი ხარისხით შეძლეს, თუმცა, ჩინურთან კონკურენციის გაწევა უფრო რთულია, რადგანაც წარმოების ფასი ბევრად დაბალია.
როგორც ლევან ჯიქია ამბობს, პრობლემას ქმნის თავად ქართველი მომხმარებლის დამოკიდებულებაც. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქართველ მყიდველს ადგილობრივი პროდუქციის მიმართ სკეპტიციზმი აქვს და ნაკლებად ენდობა, ვიდრე უცხოურ ნაწარმს.
„თუ ხედავენ, რომ ქართული პროდუქცია დევს დახლზე, ჰგონიათ, რომ უცხოური ჯობია, რადგან არის შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ჯერ წესიერად წარმოება არ ვიცით. ჩვენ შეგვიძლია იმავე ფასად მივაწოდოთ პროდუქცია, რამდენადაც ჩინურ რვეულს იბარებენ დისტრიბუტორები. დანარჩენი კი მომხმარებლის არჩევანზე და ადგილობრივი პროდუქციის პატივისცემაზეა დამოკიდებული. ეს განცდა კი ქართველ მომხმარებელში ნაკლებადაა“,- აცხადებს ლევან ჯიქია.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული პროექტები, რომლებიც ქართული პროდუქციის მხარდაჭერას გულისხმობს, მომხმარებელში ჯერ არ არის გამჯდარი ნდობა ადგილობრივი პროდუქციის მიმართ.
„მიმდინარეობს კამპანია ქართული პროდუქციის მხარდასაჭერად, მაგრამ ამას დრო სჭირდება, რომ მომხმარებელს ნდობა გაუჩნდეს ქართული პროდუქციისადმი. ამასთან, თუ მოვლენები ნორმალურად განვითარდება ქვეყანაში და მოსახლეობას მსყიდველუნარიანობა ექნება, ამის შემდეგ მოვა ეროვნულობის განცდაც მომხმარებელში“,- აცხადებს ლევან ჯიქია.
რამდენიმე კვირის წინ „კომერსანტი“ ქართული არმატურის მიმართ უნდობლობაზეც წერდა. ჩვენთან საუბარში სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებდა, რომ ქართულ არმატურას არ ენდობა და მის ნაცვლად უცხოურს იყენებს.
ქართველი მომხმარებლის განსხვავებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს რუსთავში მდებარე AG telecom-ის დირექტორი მიხეილ ღლონტი. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ბაზარზე ქართული წარმოების TV ბოქსები გამოჩნდა ჩინური წარმოების გვერდით, მომხმარებელმა ქართულზე გააკეთა აქცენტი.
იგივეს ამბობს მიხეილ ღლონტი მათ მიერ წარმოებულ ლედ-ნათურებთან დაკავშირებითაც. როგორც წარმოების ხელმძღვანელი აცხადებს, ამ შემთხვევაში ხარისხთან ერთად მომხმარებელს გარანტიაც ხიბლავს, რომელიც, მაგალითად, ჩინურ საქონელს არ გააჩნია.
უახლოეს მომავალში რუსთავის ქარხანა ქართული ტელევიზორების გამოშვებას აპირებს და მის ხელმძღვანელს საკმაოდ ოპტიმისტური განწყობები აქვს. მისი თქმით, ქართულ წარმოებასაც შეუძლია იყოს ხარისხიანი და კონკურენცია გაუწიოს მსოფლიო ბრენდებს. ქართული ტელევიზორის წარმოების დაწყების შესახებ „კომერსანტმა“ მკითხველს პირველმა შეატყობინა. ახალი ამბის გავრცელებისთანავე, სტატიას მომხმარებელთა შორის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდ ნაწილს ქართულ წარმოებაში ეჭვი ეპარებოდა და საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი სიახლის მიმართ, რამდენად შეძლებს ქართული ტელევიზორი კონკურენციის გაწევას უცხოურისთვის.
commersant.ge