Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გამოვა ჩემი წერილი. მოგახსენებთ, თუ რას ვაპირებთ' - ივანიშვილი 'ქართული ოცნების' საქმიანობას შეაჯამებს

თარიღი : 27-05-2016, 15:23 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წერილს, რომელშიც "ქართული ოცნების" გასული 4-წლიანი საქმიანობის შეჯამებას და სამომავლო გეგმებზე საუბარს გეგმავს, 30 მაისს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შემდეგ განაცხადა.

"ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი. ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ", - განაცხადა ივანიშვილმა და საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"გილოცავთ. ბედნიერება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას. თავისუფლების აღდგენა მეტი აღარ დაგვჭირვებოდეს და ჩვენს მომავალ თაობებს ბედნიერ საქართველოში ეცხოვროს", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

14 მაისს, პარტია "ქართული ოცნების" ყრილობის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნებს წერილს, სადაც ისაუბრებს იმაზე, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და რა იქნება "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები.

"წერილობით გამოვაქვეყნებ და მოგახსენებთ, თუ რას ვაპირებთ, რა გავაკეთეთ. ამ წერილში ყველაფერს აღვწერ მე", - განაცხადა ივანიშვილმა.





ambebi.ge


ნანახია: 859-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი პრემიერ–მინისტრის ვინაობა ცნობილია. აღნიშნულ თანამდებობაზე მოქმედმა პრემიერმა ივანიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი
ამის შესახებ განცხადებას კოალიციის ერთ-ერთი წევრი აკეთებს.
“ხალხის პარტიის“ ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ,
ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდურ და ონლაინმედიასაშუალებებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ “ახალი პრემიერი მასზე ეფექტური იქნება”.
თევდორაძის თქმით, წერილში ივანიშვილმა კვლავ ე.წ სისხლიან 9 წელზე ისაუბრა, თუმცა მას მომავლის გეგმებზე არ უსაუბრია.
კომპოზიციის ნაწილის გაუჩინარებას მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ძეგლი მოიპარეს.
სამუშაოებს 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.
ამ დროისათვის სამუშაოების ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მიმდინარეობს.

ამინდი