Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2015 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია

თარიღი : 27-05-2016, 15:06 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
2015 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2014 წელთან შედარებით 0.4 პროცენტით შემცირდა და 12% შეადგინა. 2015 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

http://www.picz.ge/img/s4/1605/27/f/f02136d957f0.jpg


2015 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 67.8 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე - 1.4 პროცენტული პუნქტით. წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.8 პროცენტული პუნქტით, წინა წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.5 პროცენტული პუნქტით.

ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. 2015 წელს 2014 წელთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 8.8 პროცენტით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა პირიქით 2.7 პროცენტით შემცირდა, რის შედეგადაც დასაქმებულებში დაქირავებულთა წილი 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2015 წელს 2014 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში და შესაბამისად, 21.5 და 4.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, ქალაქად უმუშევრობის დონემ მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 15 წლის, ხოლო სოფლად - ბოლო 9 წლის მანძილზე.

წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია მხოლოდ შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში, შესაბამისად 0.8 და 0.7 პროცენტული პუნქტით. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების სქესობრივ ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2015 წელს 2014 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე შემცირდა როგორც ქალებში (0.2 პროცენტული პუნქტით), ასევე კაცებში (0.5 პროცენტული პუნქტით) და შესაბამისად 10.2 (მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 15 წლის მანძილზე) და 13.5 პროცენტი (მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 11 წლის მანძილზე) შეადგინა. ტრადიციულად კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან შედარებით. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება. ქალებში არააქტიურობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება კაცებში ანალოგიურ მაჩვენებელს (შესაბამისად 41.1 და 21.9 პროცენტი). ამგვარად, კაცებთან შედარებით ქალებში დაბალია როგორც აქტიურობის, ასევე დასაქმების დონე.

2015 წელს 2014 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 0.7 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 58.9 და 78.1 პროცენტი შეადგინა.

2015 წელს 2014 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 1.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 52.9 და 67.6 პროცენტი შეადგინა.

უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2015 წელს უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში მიაღწია (32.0 პროცენტი), რაც 1.5 პროცენტული პუნქტით მაღალია 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში. ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება.




commersant.ge


ნანახია: 591-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფასების 0,4-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე.
იმერეთის მხარეში 12 მუნიციპალიტეტია, სადაც ბიუჯეტის ხარჯებში შრომის ანაზღაურების მოცულობის პროცენტული მაჩვენებლით ბაღდათისა და
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.
მსოფლიო ბანკის კვლევით საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი ზედიზედ 4 წელია მცირდება.
2012 წლის შემდგომ პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯებიც.
რაც შეეხება ქორწინებებს, გასულ წელს საქართველოში 25 101 ადამიანი დაქორწინდა და 2015 წელთან შედარებით ქორწინების რიცხვმა 4 056
დაშავებული ქალბატონო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სოფელში მცხოვრებლების თქმით, წყლის მოსაპოვებლად მათ რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უხდებათ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერის სტატუსის მოსაპოვებლად სულ ათი კანდიდატი იბრძოლებს.

ამინდი