თერჯოლაში საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა
თარიღი : 27-05-2016, 12:53 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სოფელ გოგნში დიდ სამამულო ომში და საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა, რომელიც გოგნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოანე რევიშვილმა აკურთხა და გმირთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა.
„გოგნის წმინდა მიწაზე ვხვდებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ამ სოფელმა გაზარდა კახა ბრეგვაძე. ბიჭი, რომელსაც წილად ხვდა საოცარი ბედი-გამხდარიყო საქართველოს მთლიანობისათვის შეწირული გმირი,“-განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა გურამ თურქაძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში თერჯოლის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „მასპინძელო“ და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი „გოგნიკები“ მონაწილეობდნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ სოფლის მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მადლობა გადაუხადა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირის, კახა ბრეგვაძის მშობლებსა და სოფელს.
„თერჯოლა არ ივიწყებს მათ. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტისათვის ყველაზე მაღალ წერტილს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირის კახა ბრეგვაძის სახელი მიენიჭა,“-განაცხადა თეიმურაზ ჯაფარიძემ.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, უხუცეს თერჯოლელს, თამარ გიორგაძეს 111 წელი შეუსრულდა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი უხუცეს ქალბატონს ეწვია, 111 წლის იუბილე და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ფულად საჩუქართან ერთად ტკბილეულით სავსე კალათა გადასცა.