საჩხერის სოფელში ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას ნათესები და ბოსტნეული გაუნადგურა
თარიღი : 27-05-2016, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურში ძლიერი სეტყვა მოვიდა. სეტყვის შედეგად სოფელში განადგურდა ბოსტნეული კულტურები და ნათესები ასევე, სეტყვამ დაამტვრია ყვავილობაში მყოფი სხვადასხვა ჯიშის ვაზი. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ასეთი სეტყვა ზემო იმერეთის სოფლებში ბოლო 30 წელია არ დაფიქსირებულა.
სოფელ მახათაურში მაცხოვრებლები შველას ითხოვენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბოსტნეული კულტურების გარეშე დარჩენა მოუწევთ, რაც მათთვის დიდ ზარალს წარმოადგენს.
სოფელ მახათაურში მაცხოვრებლები შველას ითხოვენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბოსტნეული კულტურების გარეშე დარჩენა მოუწევთ, რაც მათთვის დიდ ზარალს წარმოადგენს.