ფრანების გაშვება ამჯერად 1-ლი ივნისისთვის გადაიდო
თარიღი : 26-05-2016, 21:32 | კატეგორია: ახალი ამბები

200 ფრანი დღეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბაგრატის ტაძრის ეზოდან უნდა გაეშვათ, თუმცა უამინდობისა და ხალხის სიმცირის გამო, ღონისძიება 1-ლი ივნისსათვის ბავშვთა დაცვის დღისთვის გადაიდო.
1-ელ ივნისს ფრანების გაშვებაში მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც მიიღებენ. ღონისძიება ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფრანების გაშვება ჯერ კიდევ 3 მაისს, გვირილობას, იყო დაგეგმილი, თუმცა რიგი მიზეზების გამო იგი 26 ივნისისთვის გადადეს.
მარუსა ხურციძე