რელიგიას მიწერილი ტრადიციის სიმახინჯეები და ცოდვები, რომლებსაც გაუაზრებლად ჩავდივართ

„ჩვენი რელიგია ქადაგებას ამას“, „ჩვენი რელიგია გვასწავლის სხვას“, „რელიგიურად არ არის სწორი“, „ეს მორწმუნეს საქციელს არ გავს“- მსგავს ფრაზებს მართლმადიდებელი ქრისტიანებისგან ხშირად გაიგონებთ ხოლმე. მაინც რა არის ამის მიზეზი?
როგორც არსებული რეალობა გვიჩვენებს, რთულია იპოვო სად გადის ზღვარი რელიგიურ წესებსა და ტრადიციაში დამკვიდრებულ ე.წ. სიმახინჯეებს შორის. ზღვარის გავლება რთულია იმდენად, რამდენადაც ხშირად რელიგიას ჩვენთვის სასურველად ვირგებთ და მას ისეთ რაღაცებს მივაწერთ, რასაც მეტწილად თავად რელიგიაც გაემიჯნება ხოლმე. გარდა ამისა, საზოგადოება ხშირად მანიპულირებს ამავე რელიგიის სახელით და რაც ყველაზე საგანგაშოა, რწმენად ქცეული ტრადიციის გამო, ადამიანი საკუთარ თავსაც და სხვსაც ფსიქოლოგიურად აზიანებს.
საქართველოში ქრისტიანობა არსებობას 326 წლიდან ითვლის. ისტორიას დღემდე, ქრისტიანობის წინააღმდეგ კანონის თუ იარაღის გამოყენებით გამართული მრავალი ბრძოლა ახსოვს. დღეს კი მორწმუნეთა ნაწილი მას თავად ეკლესიაში ებრძვის.
ჭირისუფლის, მიცვალებულის დატირების, პატივგების ტრადიცია დღეს უფრო დამახინჯებულად გვევლინება, ვიდრე ამას რელიგია გვკარნახობს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს დეკანოზ თეიმურაზ არველაძესთან.
რამდენად გამართულია რელიგიური კუთხით ჭირისუფალისთვის ძაძების (შავი სამოსის) ტარება?
–რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი და ამას კრძალავს მართმადიდებლური სარწმუნოება. ქრისტიანობა პირდაპირ მოუწოდებს იმას, რომ მაქსიმუმ ერთ წელზე მეტი ჭირისუფალმა შავი არ უნდა ატაროს. მეტიც, წლების განმავლობაში შავების ტარება არის ცოდვა. ქრისტიანობა გვავალდებულებს იმას, რომ ერთი წლის შემდეგ გავიძროთ შავი და გავაკეთოთ ის აუცილებელი რაღაცები, რაც სჭირდება მიცვალებულის უკვდავ სულს. კერძოდ, ვილოცოთ, გავაკეთოთ მადლი, დავეხმაროთ გაჭირვებულს და ა.შ.
ქელეხის ტრადიციის რელიგიური განმარტება როგორია?
–ჩვენ ძალიან გავაფეტიშეთ ეს საკითხი. ამასაც კრძალავს ქრისტიანული სარწმუნოება. ყველაფერს მისი ნორმები აქვს. ქელეხის სუფრა ჭირისუფლისათვის არის განკუთვნილი. დაკრძალვის შემდეგ უახლოეს ადამიანთა წრე იკრიბება და იხსენიებს მიცვალებულს რამდენიმე ჭიქა ღვინით და მცირეოდენი საჭმლით. დროსთან ერთად ეს ქელეხიც გართულდა და გადავიდა 500 კაციან სუფრასა და ღრეობაში, რაც სწორი არ არის. აღდგომის მეორე დღესაც ეს დღე გამოიყო საფლავის კურთხევისათვის და იქ სუფრა საჭირო საერთოდ არ არის. ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, ჭირისუფალს შეუძლია უბრალოდ კვერცხი გადააგოროს საფლავზე და გაიხსენოს გარდაცვლილი.
დასაფლავებამდე გარდაცვლილის სახლში 5 დღით ან ერთი კვირით დასვენება რამდენად მართებულია?
–წესით გარდაცვლილი 3 დღის შემდეგ უნდა დაიკრძალოს. თვით ქრისტე მესამე დღეს აღსდა. არც კვირის დღეს აქვს მნიშვნელობა სამშაბათს მოხდება ეს, ოთხშაბათს თუ ხუთშაბათს.
სარკეზე შავის ჩამოფარების, საკურთხის დროს კარის გაღების ან მაგიდის ქვემოთ კალათის დადგმის ტრადიციაზე რას იტყვით?
–ეს ყველაფერი ცრურწმენაა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: მიცვალებულის სულისათვის მანძილს ან დროს არ აქვს მნიშვნელობა. მატერიალურ საკვებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს- საკურთხის სუფრასთან დედალი იქნება დადებული თუ სხვა რამ. მთავარია ეს ყველაფერი გაკეთებული იყოს სულით და გულით. ეს ერთგვარი შესაწირია, მიცვალებულის სულის საკვები კი არის ლოცვა.
რისი ბრალია ის, რომ ხშირად ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი ტრადიციას რელიგიას მიაწერს?
–ასეთი ადამიანები ნაკლებად განათლებულები არიან მართლმადიდებლობაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის დიდი დრო, 70 წელი, როდესაც ადამიანი დაცილდა ეკლესიას. ეკლესიაში არ სიარულმა,ლოცვისა და წირვის არ მოსმენამ, ქრისტიანული ლიტერატურის არ წაკითხვამ დეგრადაცია გამოიწვია.
ესაუბრა მარუსა ხურციძე