Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროფესიონალ და მოყვარულ მრბოლელებს მარტვილში რბოლაზე იწვევენ

თარიღი : 26-05-2016, 19:02 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის 28 მაისს, მარტვილში, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყვილთა რბოლაში 2016 წლის იმერეთის პირველობის II ეტაპი ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორი ავტო-მოტო კლუბი „იმერეთი“-ა.

ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მოყვარული და ლიცენზირებული მრბოლელები მიიღებენ, 11:00 საათზე დაიწყება, ხოლო მანამ, 10:00 საათიდან მონაწილეთა რეგისტრაცია მოხდება.

ავტო-მოტო კლუბ „იმერეთის“ პრეზიდენტის ნიკა სვანიძის თქმით, გამარჯვებულებს საწვავის ტალონები, სასაჩუქრე ვაუჩერები, ფასდაკლების 1-წლიანი ბარათები და ძრავის ზეთები გადაეცემათ.

რაც შეეხება ღონისძიების სპონსორებს, სპონსორებს ხორცპროდუქტების კომპანია „ექსტრა მითი“ და ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ავტო ნაწილების მაღაზია წარმოადგენენ.

„ღონისძიების მიმდინარეობისას მაქსიმალურად იქნება დაცული წესრიგი და დისციპლინა. წყვილთა რბოლაში იმერეთის პირველობის მეორე ეტაპს მხარს უჭერს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საქართველოს საავტომობილო ფედერაცია,” - აცხადებს ნიკა სვანიძე.


ნანახია: 2222-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამარჯვებულებს საჩუქრად ძრავის ზეთები და აქსესუარები გადაეცემათ.
გამარჯვებულებს საჩუქრად ძრავის ზეთები და აქსესუარები გადაეცემათ.
ავტორბოლას ორგანიზებას ავტო-მოტო კლუბი 'იმერეთი' უწევს.
იმერეთის ჩემპიონატის წყვილთა რბოლის მეხუთე, დასკვნით ეტაპს საინფორმაციო მხარდაჭერას საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge უწევს.
ღონისძიების ორგანიზატორი ავტო-მოტო კლუბი 'იმერეთია'.
შეჯიბრი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ამინდი