საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები ტყიბულში
თარიღი : 26-05-2016, 18:41 | კატეგორია: ახალი ამბები

ტყიბულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის თეატრში კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე შალვა გაბრიაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შალვა გაბრიაძემ ტყიბულელებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოულოცა. ასევე, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონსა და ნაკრების წევრს ილია სულამანიძეს, სპორტში მიღწეული წარმატებისათვის გამგეობის სახელით სიგელი და ფულადი ჯილდო 500 ლარი გადასცა. წარმატებული სამწვრთნელო მოღვაწეობისთვის სიგელითა და 500 ლარით ილია სულამანიძის მწვრთნელი გიგა სოფრომაძეც დააჯილდოვა.

ასევე, დამოუკიდებლობის დღეს სკოლებს შორის მოეწყო შეჯიბრება კროსში, სადაც ვაჟებში პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ არჩილ როინიშვილმა გაიმარჯვა. ქალთა შორის გმარჯვებული კი მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე ეკა ლომიძე გახდა. გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორი გამგეობის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური იყო.