ქუთაისში უფასო სტუდენტური ივენთი გაიმართება
თარიღი : 26-05-2016, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტური Event-ი #UniEvent გაიმართება. 27 მაისს, 19:00 საათზე, მსურველებს ღია ცის ქვეშ უფასო კონცერტზე დასწრების საშუალება ექნებათ.
აღნიშნულ კონცერტს ინტერნეტ ბლოგერები- "კაკოვიჩი" წაიყვანენ, ხოლო მონაწილეობას ჯგუფი "მუზეუმი" მიიღებს, რომელიც პოპულარული სიმღერების რემეიქებს შეასრულებს.
საღამოს დისკოტეკით მოწვეული DJ SOMALI დაასრულებს.
როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, „შპს გურმანი“ და „შპს მწვანე მარკეტი" კონცერტის მიმდინარეობისას სტუმრებს უფასო ტკბილეულით გაუმასპინძლდება.