მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა ქუთაისში
თარიღი : 26-05-2016, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის გამოფენა მოეწყო.
მონპლაზერის თაღთან მსჯავდებულების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და ნახატები გამოიფინა.

"ვულოცავ ყველას დამოუკიდებლობის 25 წლისთავს. ამ დღესთან დაკავშირებით მოვაწყვეთ გამოფენა. აქ 15-მდე მსჯავდებულის ნამუშევარია გამოფენილი. მინდა, მათ მალე განთავისუფლება და დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება ვუსურვო",- განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N2 პენიტენციალური დაწესებულების უფროსმა ნინო ხონელიძემ.
ასევე, ქალაქის ცენტრში სამხედრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო, სადაც მსურველებს დათვალიერების გარდა ფოტოების გადაღებაც შეეძლოთ.

გარდა ამისა, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ფოტოგამოფენასა და სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად ყვავილების გამოფენაც მოეწყო.

მარუსა ხურციძე