მერაბ კოსტავას დაბადების დღესთან დაკავშირებით ქუთაისში მისი ძეგლი გვირგვინებით შეამკეს
თარიღი : 26-05-2016, 13:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღესთან დაკავშირებით ქუთაისში მისი ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.
მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ეროვნული გმირის ძეგლთან ქუთაისში სასულიერო პირებმა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.