ზესტაფონელი ბავშვების ფლეშმობით დახატული საქართველოს დროშა
თარიღი : 26-05-2016, 12:25 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფლეშმობი მოაწყვეს.
მოსწავლეებმა ქუთაისის მერიის წინ საქართველოს დროშის კონტური მოხაზეს და ტრადიციული ცეკვებიც შეასრულეს.

აღნიშნულ ფლეშმობში ზესტაფონელ მოსწავლეებთან ერთად ლიტველებმაც მიიღეს მონაწილეობა და ქართული ცეკვა შეასრულეს.

,,ფლეშმობი არაპროფესიონალი ბავშვების მიერ არის მომზადებული. ამით ჩვენ გვინდა, რომ იმერეთსა და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მივულოცოთ,"- განაცხადა ზესტაფონის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა გოჩა ღონღაძემ.

ფლეშმობის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა მსვლელობით მესხიშვილის თეატრთან გადაინაცვლეს.
მარუსა ხურციძე