Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის ბოდიში ქალაქის მერს

თარიღი : 25-05-2016, 21:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სამსახურის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მირანდა კუპრავა ბოდიშს იხდის. კუპრავა ბოდიშს საჯაროდ ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას უხდის.

მირანდა კუპრავას ბოდიში მოხდა მას შემდეგ მოუხდა, რაც მან ქუთაისელებს ორ ღონისძიებას შორის არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწოდა, რისთვისაც მის პირად ფეიბუქ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

"ქუთათურებო, ძაღლების საერთაშორისო გამოფენა თუ მარიკა კვალიაშვილის საღამო? არჩევანი თქვენზეა....".

კულტურის განყოფილების შეთავაზებას კომენტარები მოჰყვა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან.

მოგვიანებით კი ბოდიში შემდეგი ტექსტით მოიხადა:

"დღეს მიტევების დღე არ არის, მაგრამ მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი გუშინდელი სტატუსის გამო პირველ რიგში ჩემი ქალაქის მერს Shota Murgulia -ს. ბოდიში ბატონო შოთა, რადგან ჩემს გამო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით და თავის მართლება ან მობოდიშება მოგიხდათ. ძალიან დიდი ბოდიში ქალბატონ მარიკა კვალიაშვილს, რომელსაც ჩემდაუნებურად შეურაცხყოფა მივაყენე. ნამდვილად არ მინდოდა ქალბატონო მარიკა თქვენი წყენინება. მე საჯარო მოხელე ვარ და ბიუჯეტის სწორად განკარგვის მიზნით შევეცადე მოკლე კვლევა გამეკეთებინა. სამწუხაროდ არასწორი ფორმულირებით გამომივიდა. არ მინდოდა ჩემი სტატუსის გამო თქვენი ჯანმრთელობა შემერყია. გთხოვთ მომიტევოთ ეს უნებლიე საქციელი.

რაც ქალაქის სამსახურში ვარ, ჩემი პირადი ცხოვრება ქალაქის ცხოვრებას შეუერთდა და მუდმივ რეჟიმში ვცდილობდი რაღაც შემეცვალა. რაღაც წვლილი შემეტანა და ჩემი ქუთაისი იმ ქუთაისის გზაზე დამეყენებია Shota Murgulia Nodari Mikiashvili დახმარებით და მხარდაჭერით, რომელ გზაზეც ოდესღაც, პატარა პარიზად წოდებული იდგა.

p.s. ზოგჯერ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული კონკრეტული ქმედებები. როცა მოსაბოდიშებელ სტატუსს ვწერდი, შუქი წავიდა და ესეც დამიგვიანდა," - განაცხადა კუპრავამ.


ნანახია: 2373-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სამსახურის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მირანდა
გამოფენის იდეის ავტორი ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების გამგე მირანდა კუპრავაა.
ზურაბ მარგველაშვილი topnews.com.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ პოსტი, რომელმაც ქუთაისში საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, მის
ბურჯანაძემ ამომრჩევლებთან შეხვედრა მობოდიშებით დაიწყო და განაცხადა, რომ მან ქუთაისის მაჯორიტარი დეპუტატობის პერიოდში
ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მირანდა კუპრავა მერიიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი გაუჩინარების
მთელი წლის მანძილზე კულტურის განყოფილებამ ასამდე პროექტი დააფინანსა.

ამინდი