Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

26 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა

თარიღი : 25-05-2016, 20:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება. აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა დაზუსტებას.

იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 17 წლის ასაკიდან. მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს და მიიღონ პირადობის მოწმობა უფასოდ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდნენ ფოტოსურათის საფასურისგანაც.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის კუთხით არაერთი აქცია განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც 800 000-ზე მეტმა ადამიანმა პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღო.

2012 წლიდან დღემდე 1 753 081 პირადობის მოწმობა გაიცა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 084 544 მოქალაქე უკვე ფლობს ელექტრონულ პირადობის მოწმობას.

მინისტრმა ბრიფინგი იუსტიციის სამინისტროში გამართა და მას იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ.

ელექტრონული პირადობის მოწმობა ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია, რომელიც ხელს უწყობს საარჩევნო სიების სრულყოფას და მოქალაქის დაცულობას.


ნანახია: 487-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იუსტიციის მინისტრის ინიციატივა-პირადობის მოწმობები უფასოდ.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებისათვის საქართველოს მოქალაქეები
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები ახალ პირადობის მოწმებს იუსტიციის სახლებში უფასოდ აიღებენ.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკარგვის ან დაზიანების გამო, მოქალაქეებს დოკუმენტის დაზღვევის შემთხვევაში, საბუთების
აქცია ასევე შეეხება მათ, ვისაც უკვე შეუსრულდა ან 2016 წლის 9 ოქტომბრამდე უსრულდება 18 წელი.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილებები 'ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში' ხორციელდება, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ
ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციაზე გაზის ტარიფის გაძვირება გააპროტესტეს.

ამინდი