'ჟანგბადი გვინდა',- ქუთაისში სკვერში შესაძლო მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისში, ბუკიას 3 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა შესაძლო მშენებლობას აპროტესტებს.
ავტოქარხნის დასახლებაში, ბუკიას ქუჩის N3-ში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლები უკვე წლებია, რაც აღნიშნულ საკითხზე დაობენ. ბინის გვერდით მდებარე პატარე სკვერი ათობით წელია, რაც მოსახლეობისათვის დასვენებისა და განტვირთვის ადგილს წარმოადგენს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 2012 წელს ტერიტორია კერძო მესაკუთრემ შეიძინა და მალევე, ადგილზე 5-სართულია კორპუსის მშენებლობის სურვილი გამოთქვა, რასაც მაცხოვრებლების მხრიდან პროტესტი მოყვა. პრობლემაზე მოსახლეობამ ქალაქის მაშინდელ მერთანაც ისაუბრა, ბოლოს საქმე პროკურატურამდე მივიდა, თუმცა გამოძიება შუა გზაში შეწყდა.
მოსახლეობა განმარტავს, რომ აღნიშნულ მიწაზე მშენებლობის დაწყება პირველ რიგში საფრთხეს მწვანე საფარს შეუქმნის. ტერიტორიაზე დარგულია ათამდე ხე, რომელთა ასაკიც ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. გარდა ამისა, სადაო ტერიტორიაზე მდებარეობს წყლის ჭები.
„ეს ადგილი იყო ჭაობიანი, სწორედ ამიტომ დაირგო კომუნისტების პერიოდში ეს ხეები. ხეები ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა, ამათ მოჭრის უფლებას არავის მივცემთ არავის. ჩვენ ჩვენს ეზოში ადგილი გვინდა, ჟანგბადი გვინდა, სადაც შევძლებთ უბრალოდ დაჯდომას და დასვენებას. თუ საჭირო იქნა, ყველა გამოვალთ და არ მივცემთ ნებას, რომ აქ შენობა ააშენონ. ჩვენ 40 და 80 ოჯახის სახელით გამოვდივართ,"- განაცხადეს ადგილობრივებმა Topnews.com.ge-სთან საუბარში.
სავარაუდო მშენებლობის ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში ინფორმაციას არ ფლობენ. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მათთან ამ დროისთვის რაიმე სახის მშენებლობაზე ნებართვის თხოვნით განცხადება არ შესულა.
ამ დროისთვის, ბუკიას N3-ში მდებარე სკვერი თავის ფუნქციას ინარჩუნებს. სკვერის ტერიტორიაზე ცვლილებების შემთხვევაში კი იქ მცხოვრებლები საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან.
მარუსა ხურციძე