'გირჩმა' ახალი ოფისები ბაღდათსა და სამტრედიაში გახსნა
თარიღი : 25-05-2016, 19:36 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ბაღდათსა და სამტრედიაში "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ოფისები გაიხსნა. ბაღდათში "გირჩის" ოფისს შმაგი გორგოძე უხელმძღვანელებს, ხოლო სამტრედიის ოფისის ხელმძღვანელი გურამ ხურცილავა არის. ოფისების გახნას ზურაბ ჯაფარიძე და "გირჩის"სხვა ლიდერები დაესწრნენ.
"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ 2015 წლის 22 ივნისს დაარსდა. პარტია პოლიტიკურ ასპარეზზე შემოვიდა ამავე წელს და მიზნად ისახავს ქვეყნის პოლიტიკური ფონის შეცვლას ახალი სახეებისა და ახალი მიდგომების მეშვეობით. „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ მონაწილეობას მიიღებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ძირითადი პრიორიტეტებია ქვეყნის სწრაფი გამდიდრება გადასახადების გაუქმებისა და სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირების გზით, ღარიბი ოჯახების დახმარება სოციალური დახმარების სწორი და ეფექტური მექანიზმის მეშვეობით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზით.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ საგარეო ვექტორი მკაფიოდ მიმართულია ევროპისა და განვითარებული სამყაროსკენ.
როგორც "ახალ პოლიტიკურ ცენტრში" აცხადებენ, პოლიტიკური ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით კვლავ განაგძრობს ოფისების გახსნას.