თერჯოლის გამგებელი 'ეტალონის' ფინალს დაესწრო
თარიღი : 25-05-2016, 18:42 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სხვა გულშემატკივრებთან ერთად თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალს დაესწრნენ, სადაც 2015-2016 სასწავლო წლის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
სპეციალურად „ეტალონისათვის" მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ბიჭები და გოგონები, სხვადასხვა ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები. კონცერტში მონაწილეობდა თერჯოლის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „მასპინძელო“ სიმღერით „თბილისური სერენადა“.
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული- საქართველოს „ეტალონი მოსწავლე“ გახდა ბათუმის კერძო სკოლა „ნიკეს“ მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ანრი ფაღავა; მეორე ადგილზე გავიდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლე ნია შაქარაშვილი, მესამე ადგილი კი დაიკავა ლენტეხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ გაგა გვიჭიანმა.
ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში 82 მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან-სოფ. ქვედა სიმონეთის მე-10 კლასის მოსწავლე ანასტასია ცალუღელაშვილი.
NS