თერჯოლის გამგებელი: წელს მნიშვნელოვანი სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი
თარიღი : 25-05-2016, 18:37 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
აღნიშნულ სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და ჯამში, 3.5 მლნ ლარი დაიხარჯება.
,,წელს მნიშვნელოვანი სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი. ამჟამად, 6 სოფელში ერთდროულად მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია. ეს სოფლებია: ტელეფა-ღვანკითი, ალისუბანი-მუჯირეთი, ძევრი-ზედა სიმონეთი, თერჯოლა-სიქთარვა, ბარდუბანი და ჩხარი. აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება. ასევე, ვმუშაობთ სოფელ ღვანკითის წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორწლიანი პროექტი, რომელზეც მსოფლიო ბანკი, დაახლოებით, 3.5 მლნ ლარს დახარჯავს“ - განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, ლატვიის რესპუბლიკის რუჟიენის მუნიციპალიტეტსა და თერჯოლას შორის, ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, საინტერესო ღონისძიებები დაიგეგმა როგორც კულტურის, ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროში.
ასევე,იგეგმება თერჯოლის მუნიციპალიტეტის წამომადგენლების სტუმრობა ლატვიაში,რუჟიენის მუნიციპალიტეტში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების მიზნით.