ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე, ქვაფენილი იგება
თარიღი : 25-05-2016, 16:04 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე, ქვაფენილის დაგების პროცესი მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერი გამოცხადდა და ამჟამად კონკურსში გამარჯვებული კომპანია 2 ქუჩას მოაპირკეთებს. ესენია: პუშკინის მე-2 შესახვევი და ვარლამიშვილის ქუჩის ნაწილი.

"ძალიან ჩქარ ტემპში მუშაობს ორგანიზაცია. სავარაუდოდ, ერთი თვე მაინც დასჭირდება სამუშაოების დასრულებას. ამის შემდეგ, სურვილი მაქვს, რომ მორჩენილი ეკონომიით ხარების ეკლესიამდე მაინც მივიყვანოთ გზა, სანამდეც გაწევს ეს ეკონომია,"-განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის, განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ.

მთლიანობაში გზის მოპირკეთების ხარჯები დაახლოებით 480 000 ლარს შეადგენს.
მარუსა ხურციძე