'ნაციონალური მოძრაობის' წევრი მისი პარტიული შეხედულების გამო გასაუბრებაზე 'დაიბლოკა'
თარიღი : 25-05-2016, 15:32 | კატეგორია: ახალი ამბები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თორნიკე ავალიშვილი სახელმწიფო სერვისების განვითარების ცენტრის მიერ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის შესახებ განცხადებას აკეთებს.
როგორც ავალაშვილი ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ქეთევან გიორგაძემ კონკურსში ვერ გაიმარჯვა და ეს ყველაფერი არასამართლიანად მოხდა. ასევე, მისივე თქმით, გამგებლის მხრიდან სახელმწიფო დონეზე კონკურსში უხეშად ჩარევაც განხორციელდა.
აღნიშნული კონკურსი მენეჯერისა და ოპერატორის ადგილის დაკავებისათვის ტარდებოდა.
"ტესტირებისას 90 ქულიდან ქალბატონმა ქეთევანმა 83 ქულა აიღო, თუმცა კონკურსში ხარაგაულის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლის დამ ეკა მაჭავარიანმა გაიმარჯვა. მაჭავარიანმა ტესტირებაში 65 ქულა აიღო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ქეთევან გიორგაძე გასაუბრებაზე მისი პარტიული შეხედულებიდან გამომდინარე "დაიბლოკა". დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს გამგებელმა გააკეთა,"-განაცხადა ხარაგაულის საკრებულოს წევრმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხარაგაულის ოფისის თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა.
მარუსა ხურციძე