გოგი წულაია სასტუმრო 'ქუთაისის' მფლობელს მოთხოვნით მიმართავს
თარიღი : 25-05-2016, 14:03 | კატეგორია: ახალი ამბები

"ქუთაისის მერია რაღაც სისულელეების კეთებაში ხარჯავს ფულს იმის მაგივრად, რომ მიხედოს ასეთ შენობებს და ადამიანებს მისცეს მუშაობის საშუალება,"- განცხადებას პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სასტუმრო "ქუთაისის" გაყიდვასთან და მის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით აკეთებს.
წულაიას თქმით, აღნიშნული შენობიდან წინა ხელისუფლებამ წიწილებივით გამოყარა ლტოლვილები და ათეულობით ადამიანი უმუშევარი დატოვა. როგორც "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი აცხადებს, მას შემდეგ ათი წელი გავიდა და არაფერი გაკეთებულა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
,,ეს შენობა როგორც ვიცი ეკუთვნის ბადრი კაკაბაძეს. ის არის ღირსეული და ნორმალური ადამიანი. მინდა მივმართო კაკაბაძეს, აუცილებლად მოუბრუნდეს ამ ადგილს, ნუ დაგვიტოვებს ქალაქის ცენტრში მიტოვებულ და გაუბედუებულ შენობას. მიხედოს გააკეთოს და გააჩინოს სამუშაო ადგილები,"-აცხადებს წულაია.
როგორც წუალია ამბობს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, სათანადო ორგანოები გამოიჩენენ ყურადღებას და აღნიშნული საქმე სათანადო ზომების მიღების გარეშე არ ჩაივლის. მისივე თქმით, ამ სანქციების საჭიროებას ახლანდელი მერია და ეკონომიკის სამინისტრო არ კითხულობს.
ნათია სვანიძე