რაგბის კლუბ 'ბაგრატის' დაფინანსება 25 000 ლარით გაიზარდა
თარიღი : 25-05-2016, 13:42 | კატეგორია: ახალი ამბები

საკრებულოს რიგით 22-ე სხდომაზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბერის N114 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.
ქუთაისის ბიუჯეტში 2 700 000 ლარის ოდენობის ცვლილება განხორციელდა. აღნიშნული თანხიდან 1400 000 ლარი რეგიონალური განვითარების ფონდისთვის არის გამოყოფილი, ხოლო რაც შეეხება ბიუჯეტის ჯამურ რაოდენობას, მან 71 150 000 ლარი შეადგინდა.
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კულტურისა და სპორტის სფეროში. მათ შორის, რაგბის კლუბი „ბაგრატი“ 25 000 ლარით დაფინანსდა.
„აღსანიშნავია ის, რომ რაგბის მხარდაჭერის პროგრამაში გაჩნდა ახალი კონპონენტი-რაგბის კლუბი „ბაგრატი“, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადამვიდა. აღნიშნული კლუბისათვის 25 000 ლარი გამოიყო. ეს ფაქტი ნამდვილად სასიხარულოა,"-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ.
გარდა ამისა, ბიუჯეტში ძირითადი ცვლილებები გზებისა და ხიდების რეკონსტრუქციას შეეხო. ასევე, თანამედროვე სამეცნიერო ბიბლიოთეკის მოწყობას.
მარუსა ხურციძე