'თქვენ გეშინიათ განსხვავებული აზრის, თქვენ გეშინიათ ნატო ქათამაძის'
თარიღი : 25-05-2016, 12:38 | კატეგორია: ახალი ამბები

საკრებულოს რიგით 22-ე სხდომის პირველივე განსახილველ საკითხს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არჩევის დროს, ნატო ქათამაძის აღნიშნულ პოსტზე არ წარდგენის გამო, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი უკლებამ მმართველ გუნდს მშიშრები უწოდა.
"მე მზად ვიყავი ნატოს მხარდაჭერა გამომეხატა, მაგრამ თქვენ გეშინიათ განსხვავებული აზრის, გეშინიათ ნატო ქათამაძის. ეს არის სირცხვილი და ფარისევლობა თქვენი მხრიდან, მე მხარს ვერ დაგიჭერთ,"-განაცხადა გიორგი უკლებამ.
აღნიშნული განცხადების შემდგომ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა გიორგი უკლებას ჯგუფთან ერთად კომისიაში მუშაობისკენ მოუწოდა.
"გადაწყვეტილების მიღება ხდება უმრავლესობით, თქვენი სიტყვები არის საფუძველსმოკლებული. გიწვევთ თქვენსა და თქვენს კოლეგებს ჯგუფში სამუშაოდ, რათა თავად დარწმუნდეთ მუშაობის გამვჭირვალობაში,"- განაცხადა დავით დვალმა.
დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად ნატო ქათამაძე არაოფიციალურად მოიაზრებოდა, რადგან ამ ჯგუფის შექმნა სწორედ მისი ინიციატივა იყო. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ პოსტზე მისი არჩევა არ მოხდა და ჯგუფის ხელმძღვანელად გრიგოლ ქობალიანი დაინიშნა.
მარუსა ხურციძე