'ბიზნესის საკონსულტაციო საბჭო'- შეთავაზება ბიზნესმენებს ქუთაისის მერიისაგან
თარიღი : 25-05-2016, 12:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ქუთაისში ბიზნესის საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება"- განცხადებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია აკეთებს, რომელიც აღნიშნულ საბჭოს თავად უხელმძღვანელებს. ამასთანავე, საბჭოს ორი თანათავმჯდომარე ერთი თვითმმართველობის, ხოლო მეორე ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ეყოლება.
მურღულიას განცხადებით, საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური მუშაობისა და ბიზნესის განვითარებაა. ამიტომ საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულება ბიზნეს წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე საკანონმდებლო ინიციატივათა მომზადება, რეფორმების დაგეგმვისა და მიმდინარეობის პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი იქნება.
,,ბიზნესის განვითარება არის ყველა იმ ძირეული პრობლემის მოგვარების გასაღები, რომელიც დღეს ჩვენს ქალაქშია. მოვუწოდებ ყველა ბიზნეს სუბიეტს, რომ 3 ივნისადმე დააფიქსირონ თავიანთი სურვილი და გახდნენ ამ საბჭოს წევრი"- აცხადებს შოთა მურღულია.
დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერმა მსურველმა ქუთაისის მერიის შენობაში ეკონომიკის სამსახურს უნდა მიმართოს. საბჭო კი ნებისმიერი რაოდენობის წევრის შეკრების შემთხვევაში იფუნქციონირებს.
ქუთაისის მერმა კიდევ ერთ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც დღეს საკრებულოს სხდომაზე იქნება განხილული. მათ, ვისაც სურს სასტუმროების მშენებლობა ქუთაისის მერია შესაბამის განწილვადების პროცედურებს შესთავაზებს.
მურღულიას თქმით, აღნიშნული პროექტის შექმნა ბიზნეს აქტივობებისა და ბიზნეს ინიციატივების ზრდამ გამოიწვია. ქალაქის მერმა ორი ბიზნეს პროექტიც გამოყო -მეტალურგიული და ლიფტების ქარხნების მშენებლობა.
ნათია სვანიძე