Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხელისუფლების გარეშე დარჩენილი ბაღდათი-მთავრობის და ადგილობრივების შეფასებები

თარიღი : 25-05-2016, 10:08 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ერთი თვეა, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტი გამგებლის გარეშეა დარჩენილი. ამდენივე დროა, რაც მუნიციპალიტეტში არსებული ყველა დოკუმენტაციის ბრუნვა შეჩერებულია, რადგან დოკუმენტებზე ხელის მომწერი პირი, ირაკლი გეგეშიძე დაკავებულია.

ბაღდათის ყოფილი გამგებელი მევლუდ კიკნაველიძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც გეგეშიძე დააკავეს, მოქალაქეები დახმარების თხოვნით განცხადებებს არარასებული ხელმძღვანელის სახელზე წერდნენ, თუმცა ბუნებრივია უშედეგოდ.

"მოქალაქეები მედიკამენტებზე მიდიან გამგეობაში და ვინმე არ არის ისეთი პიროვნება, რომ ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტზე და შესაბამისად მოსახლეობაზე გასცეს რაიმე სახის დოკუმენტი. მოგეხსენებათ, რომ ბაღდათის გამგეობას მოვალეობის შემსრულებელიც არ დარჩა, რადგან გეგეშიძემ დაჭერამდე 2 საათით ადრე მისი მოადგილე, გელა მშვილდაძე გაათავისუფლა. მშვილდაძის გათავისუფლება ემსახურებოდა იმას, რომ გეგეშიძეს სურდა, გარკვეულწილად მისი დანაშაულებები მოადგილისთვის დაებრალებინა. არც მოადგილეა წმინდა წყლის დამლევი, მას ბაღდათში ზედმეტსახელად "მასესხეთი" იცნობენ. ობიექტებზე დადიოდა და "ნაგლად" ეუბნებოდა წილში უნდა ჩამსვაო. უბრალოდ ეუბნება ადამიანს მასესხეო და აღარ უბრუნებს,"- აცხადებს ბაღდათის ყოფილი გამგებელი მევლუდ კიკნაველიძე.

ის, რომ მოქალაქეებზე სოციალური დახმარებები ვერ იცემა, ამას ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტიძეც ადასტურებს.

"გარკვეულწილად საკრებულო ასრულებს გამგებლის რაღაც მოვალეობებს. გიდასტურებთ, რომ სოციალური დახმარებები ვერ იცემა, რადგან ბატონი გეგეშიძე დაკავებულია,"- აცხადებს მაჩიტიძე.

ბაღდათის მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მუნიციპალიტეტის პირველი პირი, რადგან ის პრობლემები, რომლებიც მუნიციპალიტეტშია მოსახლეობის თქმით, წლებია მოუგვარებელია.

"საერთოდ არ მაინტერესებს სად არის გეგეშიძე, ციხეშია თუ კაბინეტში, რამდენჯერაც მივედი მასთან დასახმარებლად უკან გამომიშვა,"- ამბობს ბაღდათის მკვიდრი ნატო ბანძელაძე.

"გვყავდა გამგებელი და არაფერი საშველი არ იყო და ახლა არ გვყავს და მთლად უსაშველოა ჩვენთვის"- გვეუბნება მანანა ვარდანიძე.

ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კიკნაველიძე კი ამბობს, რომ მიმდინარე კვირის პარასკევს, პარლამენტში, დაჩქარებული წესით განიხილება კანონპროექტი, რომელიც საკანონმდებლო ჩიხს გამოასწორებს და მუნიციპალიტეტს გამგებელი ეყოლება.

მანამდე კი, ირაკლი გეგეშიძის მიერ დაკავებამდე 2 საათით ადრე სამსახურიდან გათავისუფლებული მოადგილე გელა მშვილდაძე სასამრთლოს ძალით, სამსახურში აღდგენას ითხოვს.


ნანახია: 2689-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, მშვილდაძის სარჩელი დაკმაყოფილდა.
მაჩიტაძის თქმით, როგორც კი შეიტყო, რომ ანტიკორუფციული პოლიციის წარმომადგენლები გამგეობაში იმყოფებოდნენ, გამგებლის კაბინეტში
ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე აცხადებს, რომ კადრების ოპტიმიზაცია და შტატების შემცირება მომავალშიც მოუწევთ.
პაატა ნადირაძე არ გამორიცხავს, რომ მსგავსი რამ სხვა რაიონებშიც მოხდეს.
ირაკლი გეგეშიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით

ამინდი