ქუთაისის გარკვეული უბნებისთვის წყლის მიწოდებაზე შეფერხება იქნება
თარიღი : 24-05-2016, 21:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდება შესაძლოა შეფერხებით მოხდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის დირექტორი მერაბ ბობოხიძე ავრცელებს.
"ქუთაისში მიმდინარე, „კოქსის“ პროექტის I ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს რეაბილიტირებული ქსელის გადართვითი სამუშაოები მოსახლეობის სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით, რის გამოც 2016 წლის 23 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით, წყლის გრაფიკებში შესაძლოა მოხდეს მცირე ცვლილებები, რაც აისახება „ქალაქ მუზეუმის“, „საფიჩხიისა“ და „კახიანაურის“ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებზე," - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისში მაცხოვრებლებისათვის სასმელი წყლის მიწოდება 24-საათიან რეჟიმში უნდა მოხდეს.