ქუთაისში 'ჯეოტურანის' ფილიალში 50 ადამიანის დასაქმება იგეგმება
თარიღი : 24-05-2016, 19:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში კომპანია ,,ჯეოტურანი“-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო. როგორ კომპანიაში აცხადებენ, ფილიალის გახსნის მიზანს წყლისა და გაზის მაგისტრალური მილსადენის მშენებლობის სფეროში ევროპაში აღიარებული სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს, რაც როგორც ადგილზე აღნიშნავენ, ხელს შეუწყობს ქუთაისში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების სწორ და ხარისხიან შესრულებას.
კომპანია მიზნად ისახავს ინვესტიცია განახორციელოს არსებულ სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ბაზაზე. სტარტაპის პირობებში კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმოს უმუშევრობის შემცირებაზე მომუშავე ,,ბიზნეს-ინკუბატორთან“.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის განხორციელებით იგეგმება უკვე გადამზადებული 50 კადრის დასაქმება ქუთაისში.
ფილიალის გახსნას ,,ჯეოტურანი“-ს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.