Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გირჩის' ოფისები ბაღდათსა და სამტრედიაში გაიხსნება

თარიღი : 24-05-2016, 18:30 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ბაღდათსა და სამტრედიაში 25 მაისს "ახალი პოლიტიკური ცენტრი- გირჩის" ოფისები გაიხსნება.

ბაღდათში, რუსთაველის 22 ნომერში, 14:00 საათზე, ხოლო სამტრედიაში, ჭავჭავაძის პირველ ნომერში, 16:00 საათზე.

ბაღდათში "გირჩის" ოფისს შმაგი გორგოძე უხელმძღვანელებს, სამტრედიაში კი გურამ ხურცილავა.

ოფისების გახნას ზურაბ ჯაფარიძე და "გირჩის" სხვა ლიდერები დაესწრებიან.

"ახალი პოლიტიკური ცენტრი"-ის წარმომადგენლების თქმით, "გირჩი" ქვეყნის მასშტაბით ოფისების გახსნას კვლავ გააგრძელებს.

"ახალი პოლიტიკური ცენტრი“ 2015 წლის 22 ივნისს დაფუძნდა და ის მონაწილეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს.

"გირჩის" წარმომადგენლების თქმით, მათი ძირითადი პრიორიტეტებია ქვეყნის სწრაფი გამდიდრება გადასახადების გაუქმებისა და სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირების გზით, ღარიბი ოჯახების დახმარება სოციალური დახმარების სწორი და ეფექტური მექანიზმის მეშვეობით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზით. ხოლო საგარეო ვექტორი მკაფიოდ მიმართულია ევროპისა და განვითარებული სამყაროსკენ.


ნანახია: 2214-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პოლიტიკური ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით კვლავ განაგძრობს ოფისების გახსნას.
ოფისის გახსნას პარტიის პოლიტიკური ცენტრის ლიდერები დაესწრებიან.
შეხვედრაზე 'ახალი პოლიტიკური ცენტრის' წარმომადგენლებმა ქვეყნის განვითარების თავიანთი ხედვებზე ისაუბრეს.
იმერეთში 'ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის' მორიგი ოფისი გაიხსნა.
"ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩი"-ს ლიდერები იმერეთის რაიონული ოფისების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
სამტრედიაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით 'გირჩის' სათაო ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

ამინდი