ქუთაისში,სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება ვრცელდება
თარიღი : 24-05-2016, 17:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მონტაჟს ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" უამინდობის მიუხედავად, ინტენსიურად აგრძელებს. ბარიერები პირველ ეტაპზე, საჯარო სკოლებთან და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან მონტაჟდება.
მძღოლებისა და საზოგადოების მხრიდან საკითხის მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, "სპეციალური სერვისების" საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
"ბარიერების სამონტაჟო სამუშაოები ხორციელდება უშალოდ საპატრულო პოლიციასთან შეთანხმების საფუძველზე და არ ხდება "სპეციალური სერვისების" გადაწყვეტილების საუძველზე. პირველ რიგში, სამონტაჟო სამუშაოები სრულდება საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. გვინდა განვმარტოთ, რომ სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟი მძღოლებისა და მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილებას ემსახურება," - აცხადებს ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.