Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება

თარიღი : 24-05-2016, 16:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქუჩას 1-ელი ივნისიდან 3 ივნისის ჩათვლით გაზმომარაგება შეუწყდება.

როგორც კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში" აცნობებენ, საშუალო წნევის გაზსადენზე სამონტაჟო - საექსპლუატაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, მიმდინარე წლის 1 ივნისს, 10:00 საათიდან 3 ივნისს 18:00 საათამდე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდებათ.

კერძოდ, დავით აღმაშენებლის გამზირს ნინოშვილის გადაკვეთიდან ბოლომდე; მესხიშვილის, პ. ინგოროყვას, ნამგალაძის, ნუცა ჩხეიძის, ომარ ფხაკაძის, ნუცუბიძის, ნაფეტვარიძის, საიათნოვას, იმედაძის, ზუგდიდის, ბოჭორიშვილის, ჯანელიძის, გამარჯვების, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შესახვევებით და ჩიხებით; თავისუფლების ქუჩას შესახვევებით და ჩიხებით (4 და 4ა შესახვევების გარდა); შმიდტის (დ. აღმაშენებლის ქუჩის მარჯვენა მხარეს) ქუჩას, შმიდტის 1 და 3 შესახვევებს; ფარნავაზ მეფის ლუწ ნომრებს NN10---60, ფარნავაზ მეფის 2 და 4 შესახვევებს; ბესიკის ქუჩის NN26,33,35, ბესიკის 1 შესახვევს; ნინოშვილის NN60,78,104,106, ნინოშვილის 6 შესახვევს, 4 ჩიხს; ი. ჭავჭავაძის გამზირის NN44,46,46ა,46ბ,52ა; ენგელსის 2 შესახვევს; ნარსიას ქუჩის NN19,21,23,25,27; დია ჩიანელის 1 შესახვევს; ზვ. გამსახურდიას კენტ ნომრებს NN1,3,5,7,9,11,13, ზვ. გამსახურდიას 1 ჩიხს.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.


ნანახია: 2532-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისს 29 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით გაზმომარაგება შეუწყდება.
გაზმომარაგება 22 დეკემბერს განახლდება
'სოკარ ჯორჯია გაზი' აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში, არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ

ამინდი