Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საქართველოს მოხალისე'- მოხალისეობრივი ინსტიტუტის გასაძლიერებლად

თარიღი : 24-05-2016, 15:50 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მოხალისეობის განვითარების პროგრამის „საქართველოს მოხალისეს“ განხორციელებას იწყებს.

პროგრამის მიზანი მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის პოპულარიზაცია და საზოგადოების საკეთილდღეოდ საკუთარი ნებით უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაციაა.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში 128 მოტივირებული 17-დან 25- წლამდე ანუ თითო მუნიციპალიტეტიდან 2 მოხალისე შეირჩევა. შერჩეული ახალგაზრდები 10-დან 14 ივლისის ჩათვლით გაივლიან ტრენინგ-სემინარს და ერთი წლის ვადით მიიღებენ „საქართველოს მოხალისის სტატუსს".

პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ: გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი; მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში; ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntare Servise); გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ http://youth.gov.ge/home 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. კონკურსის მეორე ეტაპზე სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები გადავლენ.

საკონტაქტო პირი: თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი ზაალ მაკარიძე. ტელ: 514 82 84 84.


ნანახია: 1930-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, წყალტუბოში ახალგაზრდული სოციალური საწარმო "ღია სივრცე" გახსნა.
ბანაკის მიზანია - აქტიური, მოტივირებული ახალგაზრდების გამოვლენა, ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია, მათი
პროექტის მიზანს მინი ფეხბურთის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება წარმოადგენს.

ამინდი