'გამოსაშვებ გამოცდებზე დამკვირვებლებს მოსწავლეები ტერორში ჰყავდათ'
თარიღი : 24-05-2016, 14:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

„სამტრედიის #11 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელების გამოსაშვებ გამოცდებზე დამკვირვებლებს მოსწავლეები ტერორში ჰყავდათ,“ - აღნიშნული განცხადებით topnews.com.ge-ს სამტრედიიდან ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, თეა ბაბუნაშვილი დაუკავშირდა.
თეა ბაბუნაშვილის თქმით, გამოსაშვებ გამოცდაზე შესულ მეთორმეტეკლასელებს დამკვირვებელი ეუბნებოდა, რომ გამოცდას მაინც ვერ ჩააბარებდნენ და ჩაიჭრებოდნენ.
„მეთორმეტე კლასელი გამოცდაზე რომ შედის, წარმატება მაინც უნდა უსურვო. დამვირვებელი კიდევ იმას ეუბნებოდა, რომ გამოცდას მაინც ვერ ჩააბარებდა და ჩაიჭრებოდა. ჩემმა შვილმა გამოცდებზე კარგი შედეგები აჩვენა, მაგრამ ბავშვები ტერორში იყვნენ. ამას ნებისმიერი მოსწავლე და მშობელი დაგიდასტურებთ. მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ და პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე. მოსწავლეებთან ასეთი სტომატოლოგები არ უნდა იყვნენ დამკვირვებლებად,“ - განაცხადა თეა ბაბუნაშვილმა.
"შემოსულია განცხადება N11 საჯარო სკოლიდან. შეისწავლის გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი და რაც დადგინდება, იმის მიხედვით იქნება რეაგირება," - განუცხადეს Topnews.com.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურში.