Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სად და რა პირობებში მზადდება ჩვენი სუფრის მთავარი ატრიბუტი-პური?

თარიღი : 24-05-2016, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს რუბრიკას „დამზადებულია იმერეთში“, რომელიც იმერეთში დამზადებული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ბიზნესის პრობლემების კვლევას ეხება.

აღნიშნულ რუბრიკაში იმერეთში წარმოებულ პურსა და ფუნთუშეულობაზე გიამბობთ.

სად, როგორ და რა პირობებში მზადდება ის პური, რომელსაც საკვებად ვიღებთ და რამდენად დაცულია ჰიგიენური ნორმები ჩვენი სუფრის მთავარი ატრიბუტის-პურის დამზადებისას?.

რუბრიკის სტუმარი ბიზნესმენი ლაშა ღოღობერიძეა, რომელიც პურის ქარხნის დირექტორია.
ღოღობერიძე 5 სახეობის პურს აწარმოებს და მის რეალიზებას ქუთაისსა და ქუთაისის მახლობლად მდებარე რამდენიმე სოფელში ახდენს.
როდის დაიწყეთ პურის წარმოება, რა პურს აწარმოებთ და რამდენად მოთხოვნადია აღნიშნული პური ბაზარზე?

-წარმოება 2008 წლიდან დავიწყეთ. ეტაპობრივად ვიცვლიდით წარმოების ადგილებსაც. თავიდან ზესტაფონში იყო, შემდეგ- ქუთაისში. პური „ბატონით“ მაღაზიებს ყოველდღიურად დილაობით ვამარაგებთ და დღეში დაახლოებით 1000 ცალი პური ბარდება. ჩაბარების ფასი საშუალოდ 45-50 თეთრია, გააჩნია მაღაზიას. ვაწარმოებთ 5 სახეობის პურს- „გვირილას“, „ბატონს“, „ქვის პურს“, „სერ პურს“ და კიდევ ფუნთუშებს.

როგორ ნედლეულზე მზადდება პური?
-პურებს პირველი ხარისხის ფქვილზე ვამზადებთ, რომელიც სენაკში არსებული ქარხნიდან მოგვაქვს. ასევე, თბილისიდანაც „ლიდერის“ ქარხნიდან და „ბარაქიდან". ჩვენს პურში შაქრის შემცველობა არ არის.

რა დოზით უკეთებთ პურს საფუარს?
-ერთ ტომარაზე დაახლოებით 100 გრამ საფუარს ვიყენებთ. ზაფხულში უფრო მცირე რაოდენობით საფუარს ვიყენებთ. ზამთარში უფრო ჭირს ცომის ამოსვლა, ამიტომ სამჯერ მეტი საფუარი სჭირდება, შეიძლება ცოტა ნაკლებიც.

http://www.picz.ge/img/s2/1605/24/a/afab013ee189.jpg



პურის დამზადებისას საცხობში რამდენად არის დაცული ჰიგიენური ნორმები?
-წელიწადში ორჯერ მოდის სპეციალური სამსახური, რომელიც დეზინფექციას ატარებს. ამის გარდა ჩვენ თვითონაც ვიცავთ ჰიგიენის ნორმებს. თვეში ერთხელ მაღალ ტემპერატურაზე გამოვწვავთ იმ ნივთებს, რასაც პურის დამზადებისას ვიყენებთ.

http://www.picz.ge/img/s1/1605/24/1/134df07a47d6.jpg


მაღაზიაში ჩაბარების შემდეგ რამდენად ხდება იმ პირობების შემოწმება, რა პირობებშიც ხდება რეალიზაციამდე პურის შენახვა?
-დიახ, დისტრიბუტორი აკონტროლებს იმას, თუ როგორ ინახავენ პურს. თან ჩვენ პურს უკან არ ვიბრუნებთ. დიდი რაოდენობითაც არ ვტოვებთ, რომ ძველი პური არ დარჩეს მაღაზიაში.

რამდენი თანამშრომელია დასაქმებული პურის ქარხანაში?
-ამ ეტაპზე 20 ადამიანი გვყავს დასაქმებული. ამ ეტაპისთვის გაფართოებას არ ვგეგმავთ.

როგორც მეწარმე, რაში ისურვებდით სახელმწიფოს დახმარებას?

-გადასახადების მხრივ თუ რაიმე ცვლილებები იქნებოდა, კარგი იქნება. ამას ნამდვილად მივესალმებით.


მარუსა ხურციძე


ნანახია: 603-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხორბლის ჭარბი მოსავლის ფონზე, ექსპერტები მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების კიდევ უფრო დაცემას პროგნოზირებენ.
საინფორმაციო სააგენტო Topnew.com.ge გთავაზობთ ახალ პროექტს 'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანი იმერეთის რეგიონში შემავალ
მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელის მადონა კოიძის თქმით, ის ქუთაისში არსებულ პურის ქარხნებს რამდენმე თვეა აკვირდება, თუმცა
მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელის მადონა კოიძის თქმით, ის ქუთაისში არსებულ პურის ქარხნებს რამდენმე თვეა აკვირდება, თუმცა
. გარდაცვლილს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებენ.
'დამზადებულია იმერეთში',- პროექტი რეგიონში დამზადებული პროდუქტის პოპულრიზაციისა და ბაზრის პრობლემების კვლევისათვის.
ცენტრი გათვლილია როგორც ბავშვების, ისე თინეიჯერების გართობაზე. ცენტრში მათ შეუძლიათ გაატარონ სასიამოვნო და სახალისო დღე. გასართობ პროგრამას წარმოადგენენ მსკ
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი თასის მოქმედი მფლობელია.

ამინდი